
ჩინური უპილოტო კოსმოსური მისია სახელად Chang'e-5 დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდა.
საფრენი აპარატი მონღოლეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 01:30-ზე დაეშვა. Chang'e-5 დედამიწიდან მთვარეზე პირველ დეკემბერს გაფრინდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-სა და ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ მე-3 ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარიდან დედამიწაზე გრუნტი ჩამოიტანეს.
ამასთან, ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში მთვარის ზედაპირიდან ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანის პირველი შემთხვევაა.