
რაიან კაჯიმ, რომელიც YouTube ბლოგერია, ყველა დროის რეკორდი დაამყარა და 9 წლის ასაკში მხოლოდ 1 წლის განმავლობაში თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.
რაიანს YouTube-ზე საკუთარი გვერდი, „რაიანის სამყარო“ აქვს სადაც სახალისო ვიდეოებს დებს. ის თანატოლებს სათამაშოების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს და რჩევებს აძლევს.
რაიანს ხშირად „ბავშვ-ინფლუენსერს“ უწოდებენ, მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.
რაიანს ვიდეოების გადაღებასა და დამონტაჟებაში მშობლები ეხმარებიან.