
Starbucks-ის პირველი ობიექტი "თბილისი მოლში" გაიხსნება. როგორც სავაჭრო ცენტრში Allnews.ge-ს განუმარტეს, ობიექტი ფუნქციონირებას პირველი სართულის ცენტრალურ ნაწილში, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყებს.
ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.
როგორც ცნობილია, Shaya Turkey 2002 წელს ქუვეითში დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია არაერთი ცნობილი ბრენდის ოპერატორია თურქეთის მასშტაბით.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Shaya Turkey-ი საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერს ეძებს. ამ პოზიციაზე ვაკანსია უკვე გამოცხადებულია.
საქართველოში Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ამ დრომდე კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებისგან თავს იკავებდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამხრეთ კორეამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოფშორული ქარის ტურბინების ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 48.5 ტრილიონი ვონია (43.2 მილიარდი დოლარი). პროექტის შესაბამისად, მშენებლობა 2030 წლამდე უნდა დასრულდეს.
პროექტი პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინის „ახალი მწვანე კურსის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მისი მიზანი, აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკის ორგანულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამავე კურსის შესაბამისად, სამხრეთ კორეა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან თავისუფალი ქვეყანა უნდა გახდეს.
„ამ ახალი პროექტით, ენერგიის გარემოსადმი მეგობრულ წარმოებაზე გადავდივართ და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ იმ მიზნისკენ, რომლის შესაბამისადაც ქვეყანა გამონაბოლქვისგან თავისუფალი უნდა გახდეს“, - ამბობს მუნი.
ქარის ფერმის ღირებულების დიდ ნაწილს, პროექტის მონაწილე კომპანიები დაფარავენ. ისინი ჯამში 47.6 ტრილიონ ვონს დახარჯავენ, მთავრობა კი 0.9 ტრილიონი ვონის სამუშაოებს დააფინანსებს. პროექტი 5 600 სამუშაო სამუშაო ადგილს შექმნის. ფერმის ამუშავების შემდეგ, სამხრეთ კორეის ენერგო ბალანსში, ქარით გამომუშავებული ენერგიის მოცულობა 16.5 გიგავატამდე გაიზრდება. შედარებისთვის, კორეა ქარისგან ამჟამად მხოლოდ 1.67 გიგავატს გამოიმუშავებს.
მკითხველის კომენტარები
(8)
ყოვლისშემძლე,ყველაზე ჭკვიანი,ხრუშჩოვმა დახრიტა ...
სტალინ, სახელი გადაირქვი, სტალინი ეგეთ ,,დურაკულ" კითხვებს არ იძლეოდა.... დამოუკიდებლობა და ჭკუა ერთად სად ნახე პირველ 50-60 წლებში???