24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
HI-Tech
18.02.2021 / 09:02
შრიფტის ზომა:

როგორ გეგმავს NASA-ს საფრენი აპარატი Perseverance მარსის ზედაპირზე დაჯდომას

NASA-ს საფრენი აპარატი Perseverance ხვალ მარსის ზედაპირზე შეეცდება დაჯდომას, რისი შესრულებაც საკმაოდ რთულია და მისიის 100%-ით წარმატებით დასრულების შანსი არ არსებობს.

საფრენი აპარატი Perseverance, რაც „შეუპოვარს“ ნიშნავს, ფლორიდიდან ცაში 2020 წლის 30 ივლისს გაფრინდა. მისიის მიზანი მარსის ზედაპირის შესწავლა და ქანების ნიმუშების შეგროვებაა. თუ საფრენი აპარატი მარსიდან დედამიწის მიმართულებით აფრენას შეძლებს, ეს სხვა პლანეტის ზედაპირიდან  პირველი აფრენა იქნება.

მარსზე დაშვება რამდენიმე პირობის გამოა რთული. პირველ რიგში,  პლანეტის ატმოსფერული წნევა ზედმეტად დაბალია, რის გამოც დიდი სისწრაფით მოძრავ კოსმოსურ ხომალდს შენელება სჭირდება. გარდა ამისა, ზედაპირზე დაჯდომა ავტონომიურად უნდა მოხდეს, რეალურ დროში დედამიწასთან კონტაქტის გარეშე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც ცნობილია, მარსის ზედაპირზე Perseverance თბილისის დროით, 19 თებერვალს 00:48-ზე დაიწყებს დაჯდომას. ამის შემდეგ საფრენ აპარატს მარსზე მავალი Skycrane მოსწყდება.

ზედაპირზე უსაფრთხოდ დაჯდომის შემდეგ, მას უკვე შეეძლება მისიის დაწყება. პირველი 30 მარსული დღის, რაც დაახლოებით 23 საათს უდრის, მოხდება მისი მწყობრში შეყვანა, სამეცნიერო ინსტრუმენტთა შემოწმება და მოკლე სატესტო ტარება.        

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გეგმავს NASA-ს საფრენი აპარატი Perseverance მარსის ზედაპირზე დაჯდომას | Allnews.Ge