
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) პლანეტა ვენერას მიმართულებით პროგრამა Discovery-ის ფარგლებში 2028-2030 წლებში 2 დამოუკიდებელ მისიას- DAVINCI+სა და VERITAS-ს აანონსებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე NASA-ს ვენერას მიმართულებით შემსწავლელი მისია არ გაუგზავნია.
კოსმოსური მისიები განსხვავებულები იქნება და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელდება.
მისია DAVINCI+
NASA-ს ინფორმაციით, DAVINCI+ის მიზანი პლანეტის ღრმა ატმოსფერული კვლევა და მასზე არსებული აირებისა და ქიმიური შემადგენლობების შესწავლა იქნება. ამასთან, მისიის მეშვეობით მეცნიერები ეცდებიან გაარკვიონ, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ციურმა სხეულმა და ასევე შესაძლოა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებაც, ჰქონდა თუ არა ვენერას ოდესმე ოკეანე.
VERITAS
მეორე მისიის მიზანი კი ვენერას ზედაპირის დეტალური რუკის შედგენა და პლანეტის გეოლოგიის შესწავლა იქნება. ამასთან, მისიით შეეცდებიან დაადგინონ თუ რატომ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და მჟავა წვიმები დედამიწის მსგავსი ზომის პლანეტაზე. მკვლევარები შეეცდებიან დაადგინონ არის თუ არა პლანეტაზე ვულკანური წარმონაქმნები და ტექტონიკური ფილები.
როგორც ცნობილია, პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ კოლოსალურია და თითოეული მისიისთვის გამოყოფილი თანხა 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მისიები ვენერაზე
კოსმოსური ერის დასაწყისში, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა მზის სისტემის რიგით მე-2 პლანეტაზე თავიანთი საფრენი აპარატები გაუშვეს. 1962 წელს ამერიკულმა „მარინერ-2-მა“ პლანეტას პირველმა შემოუფრინა. 1970 წელს კი საბჭოთა კავშირის „ვენერა-7" პირველად დაჯდა პლანეტაზე.
მას შემდეგ ვენერაზე კიდევ 2 მისია განხორციელდა- 1989 წელს აშშ-მა გაუშვა კოსმოსური ხომალდი, 2006 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ.
საინტერესო ცნობები ვენერას შესახებ