პარიზიდან ბერლინამდე 1 საათში - სარკინიგზო სისტემის ამბიციური გეგმა ევროპაში, რომელიც კონტინენტზე მატარებელს გადაადგილების მთავარ საშუალებად გადააქცევს | Allnews.Ge

პარიზიდან ბერლინამდე 1 საათში - სარკინიგზო სისტემის ამბიციური გეგმა ევროპაში, რომელიც კონტინენტზე მატარებელს გადაადგილების მთავარ საშუალებად გადააქცევს

დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაადგილება ძალიან მარტივია და ხშირ შემთხვევვაში საზღვრის კვეთა უმარტივესი პროცედურაა (მხედველობაში თუ არ მივიღებთ კორონავირუსის პანდემიას).

ალბათ ხშირად გვიოცნებია საოცარ ევრო-ტურზე, რომლის ფარგლებშიც კონტინენტის არაერთ ქვეყანას შემოვივლიდით- დავიწყებდით მოგზაურობას რომიდან, გადავინაცვლებდით ბარსელონაში, პარიზსა თუ ამსტერდამში...

best-of-italy-and-paris-1634288168.jpg

როგორც წესი, ქვეყნებს შორის გადაადგილებისას დიდი დრო გზაში იკარგება, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოქმნის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის სატრანსპორტო სისტემაში სრულიად ახალი ტექნოლოგიები დაინერგება და მატარებლით გადაადგილება ბევრად უფრო სწრაფი გახდება, ვიდრე ეს დღესაა.

Euronews-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარიზიდან ბერლინამდე ჩასვლა მატარებლით არც მეტი, არც ნაკლები 1 საათში გახდება შესაძლებელი!

გადაადგილებისთვის საჭირო დროის შემცირების გამო მისი მომხმარებლების რიცხვი წლიდან-წლამდე გაიზრდება.

808x473-cmsv2-443c2d1d-f747-5ebd-ba7a-614540f1e54e-5960174-1634288218.jpg

რკინიგზის ერთიანი სისტემის შექმნის მიზეზები

გამოცემა წერს, რომ კლიმატის ცვლილება ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავები გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს კონტინენტზე გადაწყვიტეს მსხვილი ინვესტიციები მატარებლით გადაადგილებაში ჩადონ.

2018 წლის მონაცემებით ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის 28% სწორედ ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, რაც გაერთიანების სამოქმედო გეგმის მიხედვით 2050 წლამდე მინიმუმადე უნდა შემცირდეს.

ევროპაში გამართული სარკინიგზო სისტემის არსებობის მიუხედავად, დღესდღებით, მატარებლით გადაადგილებას ტრანსპორტის მხოლოდ 7% უკავია.

Euronews წერს, რომ ევროპის ქვეყნების შიგნით მატარებლით გადაადგილება კომფორტულია, თუმცა შორი მოგზაურობები საზღვრების გადაკვეთით არც ისე ინტენსიურია, რადგან მგზავრებს ხშირად უწევთ გადაჯდომა და მოგზაურობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

ევროპის რკინიგზის ერთიანი სივრცე

shutterstock-625925252-1634288332.gif

ევროპაში რკინიგზის ერთიანი სივრცის შექმნაზე არაერთი კომპანია მუშაობს, რომლებიც კონტინენტის მსხვილ ქალაქებს ერთმანეთს დაუკავშირებს. როგორც ცნობილი, პროექტის თავდაპირველი ღირებულება 1 ტრილიონი ევროთი არის განსაზღვრული.

ისინი ძირითადად 2 მიმართულებით მუშაობენ- ქალაქები ერთმაენთს მაგნიტურ-რელსებიანი ჩქაროსნული მატარებლებით ან ჰიპერლუპით (Hyperloop) უნდა დაუკავშირდნენ.

ჰიპერლუპი

808x454-cmsv2-75939734-7bc4-5930-a85b-2802825cab04-5960174-1634288260.jpg

"ჰიპერლუპი არის ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ხახუნის ძალას მინიმუმადე ამცირებს, რაც ტრანსპორტის არაეფექტურობის მთავარი წყაროა",-განმარტავს ხუან ვიცენ ბალაგუერი, Zeleros Hyperloop- ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის მთავარი მენეჯერი.

"ამის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვაყენებთ ტრანსპორტს მილში, სადაც ჰაერის უმეტეს ნაწილს ვტუმბავთ. ამ გზით ტრანსპორტს 5-10-ჯერ უფრო სწრაფად გადაადგილბა შეუძლია, ვიდრე თვითმფრინავს.“- აცხადებს ის.

Zeleros Hyperloop-მა ამ იდეაზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო. მათი მიზანია ჰიპერლუფში მოთავსებულმა ტრანსპორტმა საათში 1 000 კილომეტის გავლა შეძლოს.

მაგნიტური მატარებლები

808x521-cmsv2-afdd3f18-b7f5-59b9-b484-11ec78e15908-5960174-1634288270.jpg

კომპანია Nevomo ჩქაროსნული მაგნიტურ-რელსებიანი მატარებლების სარკინიგზო სისტემის შექმნაზე მუშაობს. მათი თქმით, პირველი მატარებლების გაშვება 2025 წელს იქნება შესაძლებელი.

Nevomo-ს სისტემა ემყარება მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიას, რომელიც მაგნიტებს იყენებს და ხახუნის ძალის შემცირებით მატარებლის სიჩქარეს მნიშვნელოვნად ზრდის. მისი გამოყენება ჩვეულევრივ რკინიგზაზეც არის შესაძლებელი.

კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი მილან ქრომაკის თქმით, მაგნიტური მატარებლები საათში 550 კმ/სთ-ის განვითარებას შეძლებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპის ისეთ ქალაქებს შორის გადაადგილება, როგორებიც პარიზი და ბერლინის ერთ საათში გახდება შესაძლებელი და მომავალში სარკინიგზო სისტემა კონტინენტზე შორ მანძილზე გადაადგილების უმთავრესი საშუალება გახდება.

ბექა ბერიაშვილი