
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამერიკელი მამაკაცი დევიდ ბენეტი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. BBC წერს, რომ ოპერაციიდან უკვე 3 დღე გავიდა და ექიმების დაკვირვების შედეგად 57 წლის მამაკაცი თავს სტაბილურად გრძნობს.
გამოცემის მიხედვით, ოპერაციამდე მამაკაცი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გულის გადანერგვის გარეშე ის დიდხანს სიცოცხლეს ვერ შეძლებდა. სწორედ ამიტომ ის ასეთ ექსპერიმენტულ ოპერაციას დასთანხმდა.
ექიმები ოპერაციით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ მსგავს ოპერაციებს მსოფლიოში ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მხოლოდ აშშ-ში გულის გადანერგვა ყოველდღიურად 17 პაციენტს მაინც სჭირდება. ამ დროისთვის კი ოპერაციის რიგს 100 000-ზე მეტი ადამიანი უცდის.
BBC წერს, რომ ღორი, რომლის გულიც მამაკაცს გადაუნერგეს გენეტიკურად მოდიფიცირებული იყოს. იმისათვის, რომ მისი გული ადამიანის ორგანიზმში გადასანერგად შეთავსებადი ყოფილიყო, ცხოველს 3 გენი შეუცვალეს.
"ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არის საკმარისი დონორი ადამიანის გული პოტენციური მიმღებების გრძელი სიის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ სიფრთხილით ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ასევე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მსოფლიოში პირველი ოპერაცია მომავალში მნიშვნელოვნად შეცვლის პაციენტების ცხოვრებას”-აცხადებენ კლინიკაში, სადაც დევიდს გული გადანერგეს.
მკითხველის კომენტარები
(1)
Magari kazi iko.