
გლობალური დათბობა და მწვანე საფარის გაქრობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.
ავსტრალიურმა კომპანია AirSeed Technology-მა გლობალური დათბობის შესაჩერებლად და ხეების დასარგავად საკმაოდ უჩვეულო ხერხს მიაგნო- მათი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება თუ მცენარეებს დრონების მეშვეობით დავრგავთ.
კომპანიის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილ დრონს ერთ დღეში 40 000 მეტი მცენარის დარგვა შეუძლია. უფრო კონკრეტულად კი დრონი გაშლილ ტერიტორიაზე მცენარეებს თესლებს გარკვეული ინტერვალებით ყრის.
„ამ მეთოდით ხეების დარგვა 25-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ეს ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ. ამასთან, დრონებით ხეების დარგვა 80%-ით უფრო იაფია.“- აცხადებს AirSeed-ის გენერალური დირექტორი ენდრიუ ვოლკერი.
ამ დროისათვის მათ უკვე დარგეს 50 000-ზე მეტი ხე. კომპანიის მიზანია 2024 წლამდე 100 მილიონი ხე დარგოს.