ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი, კუნძულ კაუაიზე (ჰავაის არქიპელაგში შემავალი კუნძული) 5000 კვადრატული ფუტის მიწისქვეშა თავშესაფრის აშენებას გეგმავენ.
ცუკერბერგმა თითქმის ათი წელი დახარჯა კუნძულზე მიწის შესყიდვისთვის. Wired-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ თავშესაფარი უნდა შეიცავდეს ათზე მეტ შენობას მინიმუმ 30 საძინებლით და 30 სველი წერტილით. ასევე იგეგმება 11 ხის სახლის, ფიტნეს ცენტრისა და საოპერაციო ოთახების მოწყობაც.დოკუმენტების ანგარიშებიდან გაურკვეველია, რა არის მიწისქვეშა თავშესაფრის მიზანი. პროექტისა და ბუნკერის მიზნის შესახებ ჰოფინ ბარმა, ცუკერბერგისა და ჩანის სპიკერმა, აღნიშნა, რომ კაუაის ოლქი მოსახლეობას მოუწოდებს, ქარიშხლისგან თავის დასაცავად მდგრადი უსაფრთხო ოთახები ააშენონ.
რაც არ უნდა იყოს მიზანი, ცუკერბერგის თავშესაფრის აშენების ღირებულება ძვირია – მიწასთან ერთად, ის 270 მილიონ დოლარზე მეტია, იტყობინება Wired. გავრცელებული ინფორმაციით, მუშებს მოუწიათ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც მათ შენობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უკრძალავდა. იხილეთ სრულად