“ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი, მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები"- სიმართლეს შესაბამება თუ არა ტექსტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება?
სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც "ფეისბუკის" ახალ წესს უკავშირდება. „ფეისბუკ“ პოსტით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.
სუბარია ამ ტექსტზე:
“არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა!!! მე არ ვაძლევ უფლებას Facebook-ს ან Facebook-თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას გამოიყენოს ჩემი წარსული ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.ამ დეკლარაციით ვაცნობ Facebook-ს, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება. კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით.შენიშვნა: Facebook ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა.ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მიცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან.არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით.”
აღნიშნულთან დაკავშირებით, META-ს განცხადება არ გაუვრცელებია, შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების იურისტი მარიამ შარანგია აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს:
"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში Meta-ს პროდუქტების (Facebook, Instagram, Whatsapp) ის წესების და პირობების შეცვლის შესახებ არსებულ აჟიოტაჟს. ოცამდე პოსტი შემხვდა ამ დეზინფორმაციის ირგვლივ საკმაოდ უდროო დროს და რადგან ეს სფერო არის ჩემი პროფესია მინდა ყველა თაობის ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ავხსნა.
Facebook ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვაწვდით, არანაირი სიახლე ამ კუთხით არ შესულა, ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის ვფლობ ინფორმაციას დიდი პლათფორმების მიერ შეტანილ ცვლილებებზე და გარდა ამისა ჩემითაც მოვიკვლიე საკითხი და ახალს ვერაფერს წავაწყდი.ნებისმიერი პლათფორმა იყენებს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, განსხვავება იწყება იქ თუ რა მონაცემი (სახელი, გვარი, მეილი და აშ.) მუშავდება და რა საფუძველს ეყრდნობა (თანხმობა, ხელშეკრულების პირობები, ლეგიტიმური ინტერესი და აშ.).
Facebook იყენებს ნაწილ პერსონალურ მონაცემს ჩვენი თანხმობის საფუძველზე როცა ვრეგისტრირდებით, ნაწილს კი შემდგომში სხვადასხვა საფუძვლით მაგალითად ლეგიტიმური ინტერესი, რა დროსაც პლათფორმა აცხადებს რომ ბალანსი ინტერესებს შორის დაცულია და მისი მხრიდან ამა თუ იმ მონაცემის გამოყენება გადის ლეგიტიმურობის სამშრიან ტესტს (მიზანი, საჭიროება, ბალანსი).
Facebook იყენებდა და იყენებს მონაცემებს რაც გაუზიარეთ რეგისტრაციის დროს (რაც მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, პაროლს, მეილს, გენდერს, დაბადების თარიღს და აშ); ინტერაქცია (ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა რეკლამას უყურეთ, რა დროით, მოგეწონათ თუ არა, დააპაუზეთ თუ არა და აშ); უშუალოდ მიმოწერა end-to-end encypted (ანუ კონფიდენციალური) არის თუმცა Metadata-ზე აქვთ წვდომა ანუ მაგალითად რა დროს გაიგზავნა მესიჯი ან რა სახის ტექსტი თუ ხმოვანი.2023 წლის იანვარში ირლანდიის პერსონალურ მონაცემთან კომისარმა დააჯარიმა Meta 390 მილიონი ევროთი იმის გამო რომ რეკლამის განთავსებისას ხდებოდა ისეთი პერსონალური მონაცემის გამოყენება რომელიც დაფუძნებული იყო წესებზე და პირობებზე და არა ღიად გაცხადებულ თანხმობაზე. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ მსგავსი ცვლილების რადგან Facebook-მა რომც შეცვალოს რაიმე, მარეგულირებლები არიან ჩასაფრებული.
უნდა იცოდეთ: თქვენი უფლებები, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაციის წაშლის უფლება, თქვენი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, მასზე წვდომის უფლება და აშ. აგრეთვე მეეჭვება ეს აჟიოტაში ამას ეხებოდეს თუმცა თუ გსურთ რომ Meta-მ არ გამოიყენოს თქვენი მონაცემები Generative AI - გენერირებული ხელოვნური ინტელექტისთვის, გაქვთ უფლება მიმართოთ და წაშლიან მონაცემს, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ წაიშლება მხოლოდ Meta-ს მიერ ამოკრეფილი საჯარო ინფორმაციები თქვენზე ან სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი თქვენს შესახებ ინფორმაციები.
იმისთვის რომ არ ვაზიაროთ დეზინფორმაცია, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, დააკვირდით შინაარსს, მაგალითად რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი რომ საკუთარ პროფილზე ტექსტის ქართულად ან თუნდაც ინგლისურად დადებით ვაცხადებ თანხმობას ან უარს რაიმე სერვისზე", - წერს იგი.