დასაკეცი iPhone - რა ეტაპზეა Apple-ის ახალი პროდუქტი
Apple პირველ დასაკეც iPhone-ს, სავარაუდოდ, 2026 წელს წარადგენს. ამის შესახებ Reuters წერს.
ეს iPhone-ის დიზაინის ყველაზე დიდი განახლება იქნება.
კომპანიის გეგმა შესაძლოა Samsung-ის მიბაძვად ჩაითვალოს, რომელიც დასაკეცი სმარტფონების სეგმენტის პიონერი გახდა 2019 წელს.
როგორც ჩანს დასაკცი iPhone-ს წარმოების გეგმა უკვე გასცდა იდეის ეტაპს და Apple აზიის მომწოდებლებს მოწყობილობის კომპონენტების დასამზადებლად დაუკავშირდა.