როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების, „თიბისი ბანკის“, „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი გაიზარდა, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი დაეცა.

უფრო კონკრეტულად, ბოლო, 6 დეკემბრის მონაცემები ასე გამოყურება:

„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 0.65%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.15 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდამ 0.99%-ი შეადგინა. ბანკის ერთი აქცია 30.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 0.53%-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 11.20 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 445 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა 15 მაისის ვაჭრობის შემდეგ დაიწყო, მოგვიანებით მცირედით დასტაბილურდა. 28 მაისს ვაჭრობის დაწყებიდან სამივე კომპანიის აქციების ფასი შემცირების ტენდენციას განაგრძობს.