2025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი „ბეტა“ თაობის პირველი წარმომადგენლები იქნებიან - რა გახდება ამ თაობის მთავარი საზრუნავი
025 წელს დაბადებული ბავშვები ახალი „ბეტა“ თაობის პირველი წარმომადგენლები იქნებიან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Post დემოგრაფ მარკ მაკკრინდლზე დაყრდნობით წერს.
"ბეტა თაობა, რომელიც დაახლოებით 2039 წლამდე გაგრძელდება, ალფა თაობას მიჰყვება, რომელიც 2010 წლიდან გაჩნდა და 2024 წლამდე გაგრძელდა", - ნათქვამია სტატიაში.
ბავშვების ახალი თაობა, დემოგრაფის თქმით, მემკვიდრეობით მიიღებს სამყაროს, რომელიც "სერიოზულ სოციალურ პრობლემებს" ებრძვის. მათი თაობის მთავარი გამოწვევები იქნება კლიმატის ცვლილება, გლობალური მოსახლეობის მიგრაცია და სწრაფი ურბანიზაცია.
ბეტა გაიზრდება მაღალტექნოლოგიურად ინტეგრირებულ სამყაროში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვლება ხელოვნური ინტელექტის წყალობით. შედეგად, ისინი გამოავლენენ ულტრამაღალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და ნაკლები ნდობა ექნებათ ოფიციალური ინსტიტუტების მიმართ. იხილეთ სრულად