საზოგადოება
22.05.2018 / 09:05
შრიფტის ზომა:

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული - არ ვცნობ თავს დამნაშავედ

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული - არ ვცნობ თავს დამნაშავედ

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მოსამართლემ გრიგალაშვილს განუმარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები და ბრალდების შინაარსი, რის შემდეგაც კითხა, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

"არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში", - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ: დევიდ ბოუის ახალი სიმღერები 2017 წელს გამოვა | Allnews.Ge

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ: დევიდ ბოუის ახალი სიმღერები 2017 წელს გამოვა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ იცოდა რა საკუთარი სიკვდილის შესახებ, რამდენიმე კომპოზიცია შექმნა, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მისი სიკვილის შემდეგ უნდა გამხდარიყო. დასავლური მედიის მტკიცებით, არსებობს ვრცელი სია სიმღერებისა, რომელიც მომღერალმა სიკვდილამდე ჩაწერა. როგორც ცნობილია, რამდენიმე მათგანი 2017 წელს გამოვა.

დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში, სიმსივნესთან 18 თვიანი ბრძოლის შემდეგ, 11 იანვარს გარდაიცვალა.

მომღერალი, პროდუსერი და გლემ როკის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, კარიერის 40 წლის მანძილზე მრავალ ჟანრში ქმნიდა მუსიკას. მან პოპულარობა და აღიარება 1972 წელს მოიპოვა, როდესაც ალბომი The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars გამოვიდა, რომელშიც ბოუი საკუთარ თავს, როგორც უცხო პლანეტიდან მოსულ განმანათლებელს, აცნობდა მსოფლიოს.

დევიდ ბოუი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი იყო მუსიკალურ სამყაროში. 70-იან წლებში მან კინოშიც გადაინაცვლა და რამდენიმე საკულტო ფილმში მიიღო მონაწილება, მათ შორის The Man Who Fell to Earth და Merry Christmas Mr. Lawrence. გარდა ამისა, ბოუიმ პონტიუს პილატეს როლი ითამაშა მარტინ სკორსეზეს სკანდალურ ფილმში "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება".

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ასტრონომებმა დევიდ ბოუის პატივსაცემად ერთ-ერთ თანავარსკვლავედს მისი სახელი უწოდეს.