
ლეგენდარულმა როკმომღერალმა, დევიდ ბოუიმ თავის ოჯახს 100 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დაუტოვა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ბოუის ანდერძშია აღნიშნული. მომღერლის ქონების ნახევარი მის ცოლს, იმანს გადაეცემა, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე სახლიცაა, სადაც წყვილი ცხოვრობდა. დანარჩენი ქონება კი მომღერლის ვაჟსა და გოგონას შორის გადანაწილდება.
ამასთან, ანდერძის მიხედვით, როკვარსკვლავმა პირად თანაშემწეს, კორინ შვაბს 2 მილიონი დოლარი, მისი შვილების ყოფილ ძიძას, მარიონ სკენს კი 1 მილიონი დოლარი უანდერძა.
დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში 10 იანვარს სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.