
თოქ-შოუ "პროფილი", "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მაია ასათიანის მიმართვას ავრცელებს:
"სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს Tea Gvaramiaს ,რომ არა ის -მე არ ვიქნებოდი!"
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 10 თანამედროვე ავტორითა და 4 ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მეხუთე წელია მონაწილეობს. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, 17-დან 20 მარტის ჩათვლით დაგეგმილი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით.
სამინისტროს ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება გერმანულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული 2 რომანისა და პოეზიის 2 კრებულის კითხვა და პრეზენტაცია როგორც წიგნის ბაზრობაზე, ასევე ლაიფციგის ცნობილ ლიტერატურულ ცენტრ "კაფე ტელეგრაფში".
საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ლაშა ბუღაძე, გურამ ოდიშარია, აბო იაშაღაშვილი, ელა გოჩიაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, შალვა ბაკურაძე, შოთა იათაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ნიკა ჯორჯანელი მთარგმნელებთან და გერმანელ გამომცემლებთან ერთად გააცნობენ.
ლაიფციგში გაიმართება ცენტრის 2016 წლის პირველი უცხოენოვანი გამოცემის ლაშა ბუღაძის "ლიტერატული ექსპრესის" (გამომცემლობა Frankfurter Verlagsanstalt) კითხვა-დისკუსია. ავტორი წიგნს მთარგმნელთან, გერმანიაში მცხოვრებ ცნობილ თანამედროვე მწერალთან ნინო ხარატიშვილთან ერთად წარადგენს.
"მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ახალი პროექტის "პირველი საერთაშორისო წიგნის პიჩინგი" ფარგლებში გაიმართება ლიტერატურული პრემიის "საბა" ლაურეატის აბო იაშაღაშვილის რომანის "როიალ მერი" პიჩინგი. პროექტის მიზანია, გერმანელი გამომცემლებისა და ლიტერატურის აგენტებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი, საინტერესო ავტორების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ინტერესისა და ცნობადობის გაზრდას, მეორე მხრივ კი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას; ასევე დაგეგმილია გურამ ოდიშარიას "დევნილთა უღელტეხილის" (გამომცემლობა Reichert Verlag) კითხვა-დისკუსია; 6 თანამედროვე პოეტის - მაია სარიშვილის, ზვიად რატიანის, შოთა იათაშვილის, ელა გოჩიაშვილის, შალვა ბაკურაძისა და ბელა ჩეკურიშვილის ლექსების კრებულის, ე.წ. არტ-ბუქის Aus der Ferne (გამომცემლობა Corvinus Presse) და ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი ავტორის პოეტური ნაწარმოების კრებულის - ქართული ლირიკის ანთოლოგია (გამომცემლობა Pop Verlag) პრეზენტაციები", - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის მიერ დაგეგმილი პროგრამის პარალელურად ლიტერატურული ღონისძებებს გერმანული გამომცემლობები გამართავენ. Frankfurter Verlagsanstalt და Corvinus Press-ის ორგანიზებით, ღონისძიებები დაგეგმილია Red Sofa-ზე, Arts centre naTo e.V., Forum The Independets, Margareten kantine & salon-ში.
მკითხველის კომენტარები
(12)
Gamagrdi maia ketili xalxi hens gverdita
მაი, მიყვარხარ და მენატრები. მალე დაბრუნდი. ძალიან მაკლიხარ.