
შემოდგომაზე მოსასმენი სიმღერების ათეულს Billboard.com გვთავაზობს. გამოცემის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა მუსიკალურად პასიური სეზონია, არსებობს მთელი რიგი საუკეთესო სიმღერებისა, რომლებიც განწყობას შეგვიქმნის.
1. Ella Fitzgerald & Luis Armstrong - "Autumn in New York"
კომპოზიცია რომანტიკული და ამავდროულად გამამხნევებელია, რომელიც შუა დღეს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით.
2. Green Day - "Wake me up when September ends"
ეს შემოდგომის მელანქოლიური და ამაღელვებელი სიმღერაა, რომელსაც სევდიანი განწყობის შექმნა შეუძლია.
3. Fiona Apple - "Pale September"
"ზაფხულის ცხელმა დღეებმა სუნთქვა შეწყვიტეს და გაუჩინარდნენ, ჩემი გული გაცივდა და მხოლოდ სიცარიელე დამრჩა", - მოისმენთ სიმღერის ტექსში.
4. Yo La Tengo - "Autumn Sweater"
მისი მოსმენა თქვენს თბილ, სქელ სვიტერში გახვევასა და შემოდგომის სუსხის შეგრძნებას უდრის.
5. Wyclef Jean - "Gone Till November"
ეს სიმღერა წელიწადის ნებისმიერ დროს შესანიშნავი მოსასმენია და არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის.
6. The Kinks - "Autumn Almanac"
კარგი საკვები, მეგობრები და ფეხბურთი, ესაა შემოდგომის ატრიბუტები, სიმღერის მიხედვით.
7. Neil Young- "Harvest Moon"
სიმღერა შემოდგომის განუყოფელი ატრიბუტია და თუ ამ სიმღერის სხვა ვერსიებიც არსებობს, მათგან Neil Young-ის კომპოზიცია საუკეთესოა.
8. Simon & Garfunkel - "Leaves that are green"
სიმღერა შემოდგომაზე გამხმარი ფოთლების შრიალს გაგახსენებთ.
9. The White Stripes - Dead Leaves and The Dirty Ground
შეოდგომის მკაცრი და რომანტიკული ამინდი ამ სიმღერაში არაჩვეულებრივადაა ასახული.
10. Guns’n’roses - Novemer Rain
ნოემბრის ცივი წვიმა და სიყვარული - სიმღერის თემაა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ და მისი მოსმენა რამდენჯერმე მოგინდებათ.