როგორ მოვემზადოთ Halloween-ისთვის!
ოქტომბერია! ან როგორც ეძახიან, ჰელოუვინის თვე! თუ გინდათ, რომ თქვენი ჰელოუვინი შეუდარებელი იყოს, ჩვენი რჩევა იქნება, რომ მომზადება ახლავე დაიწყოთ.
როგორ მოვემზადოთ?
გამოგვყევით და ამ მარტივი ნაბიჯებით თქვენი ჰელოუვინი ყველაზე "საშინელი" იქნება.
სანამ სასარგებლო რჩევებზე გადავალთ, ცოტა რამ თავად ჰელოუვინის შესახებ:
თანამედროვე დღესასწაული, ძველი ირლაინდიელებისა და შოტლანდიელების ტრადიციებიდან მოდის, ამბავი დაიწყო თანამედროვე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე. 31 ოქტომბერს, ყველა წმინდადის დღის წინა ღამით აღინიშნება.
დამეთანხმებით, რომ საბოლოო განწყობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სიმბოლოები, რომლებიც ამ დღესასწაულის განუყრელი ნაწილია. მაგალითად, გოგრისგან დამზადებული სანათები. კელტების ტრადიციების მიხედვით, სანათები სულებს ეხმარება, გაიკვალონ გზა განსაწმენდელისკენ. საშიში დეკორაციები და ცნობილი ფილმების, საშინელი გმირების კოსტიუმები, უკვე მრავალი წელია ჰელოუვინისთვის აუცილებელია.
ტრადიციულად ჰელოუვინი ინგლისურენოვან ქვეყნებში აღინიშნება, თუმცა, ოფიციალურ დასვენების დღედ არ არის მიჩნეული. საქართველოშიც გახდა პოპულარული ეს დღესასწაული და ახალგაზრდები, სხვადასხვა კლუბსა თუ გასართობ ადგილებს, სპეციალურად შერჩეული კოსტიუმებით სტუმრობენ.
სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუკი გსურთ, რომ დაუვიწყარი ჰელოუვინი გაატაროთ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, შეარჩიეთ კოსტიუმი. რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ რაც შეიძლება "საშინლად" უნდა გამოიყურებოდეთ. მეტი ორიგინალურობისთვის გარდა კოსტიუმისა, შეგიძლიათ დაიტანოთ მაკიაჟი და კიდევ უფრო "საშინელი" გახდეთ.
people.com გვთავაზობს გუგლის საძიებო სისტემაში 15 ყველაზე ხშირად მითითებულ იდეას. ჩვენ პირველ ხუთეულს გაგიზიარებთ.
1. თვითმკვლელთა რაზმის ვარსკვლავი ჰარლი ქუინია
2. ჯოკერი
3. სუპერ გმიერბი
4. მეკობრე
5. ქალი საოცრება
კოსტიუმი შერჩეულია, შემდეგ მორთეთ თქვენი ოთახი ან სახლი, რადგან აჩვენოთ თქვენი სული ჰელოუვინს. დაგეგმეთ საშიში ხრიკი, ან შეარჩიეთ ეფექტური მარშრუტი, რათა გარანტირებული გქონდეთ საუკეთესო ტკბილეუილი. თუ ამ ღამის სახლში გატარებას არ გეგმავთ, რადგან "გეშინიათ", წვეულების ადგილის შერჩევა უკვე დაიწყეთ. სანამ წვეულებაზე წახვალთ ან სტუმრებს მიიღებთ, განწყობის შესაქმნელად უყურეთ საშინებელათა ფილმს.
ისღა დაგრჩენიათ ჩიცვათ თქვენი "საშინელი" კოსტიუმი და დაელოდოთ 31 ოქტომბრის ღამეს.
ჰელოუვინამდე, სულ რაღაც 3 დღე დარჩა!
როგორ აღნიშნეს Halloween გასულ წელს თბილისში