15 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"დორის ძიებაში" მილიარდერთა კლუბს შეუერთდა | Allnews.Ge

"დორის ძიებაში" მილიარდერთა კლუბს შეუერთდა

კინოკომპანია დისნეის ანიმაციურმა ფილმმა Finding Dory(დორის ძიებაში) შემოსავლებით მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა. იგი მსოფლიო კინოინდუსტრიაში 27-ე ფილმი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა.

ანიმაციური ფილმი, რომელიც მიმდინარე წლის 17 ივნისს გამოვიდა დიდ ეკრანებზე, ამერიკის კინოგაქირავებაში 485 მილიონი დოლარის შემოსავლით, წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, ხოლო დანარჩენი მსოლფიოს მასშტაბით მან 525 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და ამ მხრივ მე-6 ადგილზეა.

"დორის ძიებაში" მიმდინარე წლის მესამე ფილმია, რომელმაც მილირდი დოლარი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ სამივე "მილიარდერი" ფილმი კომპანია დისნეის გადაღებულია. აქამდე ამ ნიშნულს მიაღწიეს ბლოკბასტერმა Captain America: Civil War ($1.153 მილიარდით) და კიდევ ერთმა ანიმაციურმა ფილმმა Zootopia ($1.023 მილიარდით).

ხოლო დისენის კიდევ ერთი ფილმი "ჯუნგლების წიგნი" 966 მილიონით ამ ზღვართან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ვერ შეძლო.

რაც შეეხება მიმდინარე წელს დაგეგმილ ხმაურიან დებიუტებს, მილიარდის მოპოვების რეალური შანსი აქვს ასევე "დისნეის" კიდევ ერთ პროექტს. ესაა "მარველის" მორიგი კომიქსის მიხედვით გადაღებული ფილმი Doctor Strange-ი, რომლის პრემიერაც საქართველოში უკვე შედგა.

კოკა კვირკველია