ლეონარდ კოენი გარდაიცვალა
კანადელი კომპოზიტორი, მუსიკოსი, პოეტი და პროზაიკოსი ლეონარდ კოენი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩვენ ერთ-ერთი დასაფასებული და გამორჩეული მუსიკოსი დავკარგეთ,"- მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, მის ოფიციალურ გვერდზე ეს ფრაზა გაჩნდა.
ლეონარდ კოენი გამორჩეული ხელოვანი იყო, რომელსაც პოეტური და ლირიკული საშემსრულებლო სტილით მთელი მსოფლიო იცნობდა.
მისი მე-14 სტუდიური ალბომი You Want IT Darker ახლახან, 14 ოქტომბერს გამოვიდა.
კოენის მენეჯერის, რობერტ კორის თმით, მუსიკოსის შემოქმედება თაობებს გაუძლებს.