
კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ესპანელი რეჟისორი და სცენარისტი, პედრო ალმოდოვარი იქნება.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, კანის ფესტივალი ამ პრივილეგირებული პოზიციიდან აღვნიშნო. მადლობელი ვარ, ამ დიდი პატივისთვის. ვიაზრებ პასუხისმგებლობას, რაც ჟიურის თავმჯდომარეობაა და ვიმედოვნებ, რომ საქმეს, თავს კარგად გავართმევ.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არ დავზოგავ ჩემს ენერგიას, ფიზიკურ თუ სულიერ შესაძლებლობას, რათა წარმატებული იყოს ეს გამოცდილება. პრივილეგიასთან ერთად, ეს ძალიან სასიამოვნოა."- აღნიშნა ალმოდოვარმა.
გამოჩენილი რეჟისორის 35 წლიანი კინოკარიერა, 20 ფილმს ითვლის. ის მუშაობდა ისეთ გამორჩეულ მსახიობებთან, როგორებიც პენელოპე კრუზი, ანტონიო ბანდერასი, ჰავიერ ბარდემი და კარმენ მაურა არიან.
რაც შეეხება თავად კინოფესტივალს, ის 17 მაისს გაიხსნება და 2017 წლის 28 მაისს დასრულდება. ჟიურის დანარჩენი წევრების ვინაობა, აპრილში გახდება ცნობილი.