HI-Tech
15.03.2016 / 05:03
შრიფტის ზომა:

კომპანია Microsoft მომხმარებელს კიბერსაფრთხეების გაზრდის შესახებ აფრთხილებს

კომპანია Microsoft მომხმარებელს კიბერსაფრთხეების გაზრდის შესახებ აფრთხილებს

კიბერდანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით, კომპანია Microsoft-მა "ცხელი ხაზი" გახსნა, რომლის მიზანია იმ მომხმარებლების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოში კიბერდანაშაულსა და კომპიუტერულ მეკობრეობას წააწყდნენ.

კომპანია Microsoft აღნიშნავს, რომ საქართველოში კიბერსაფრთხეების დონემ მოიმატა, რაც დაკავშირებულია კომპანიების კორპორატიულ კომპიუტერებზე, ვებ–გვერდებსა და IT-ქსელებზე ჰაკერული შეტევების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია Microsoft-დან აცნობეს, IDC-ის ანგარიშის მიხედვით, 65% შემთხვევაში თანამშრომელთა კომპიუტერებზე დაყენებულია არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო ყოველ მეოთხე თანამშრომელს თავის კომპიუტერში დამოუკიდებლად ჩატვირთული აქვს არალეგალური პროგრამები და აპლიკაციები.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"კერძოდ, საქართველოს ინტერნეტ–ქსელში გამოიყენება ერთნაირი თაღლითური სქემა, სადაც შეთავაზებულია კომპანია Microsoft–ის ამა თუ იმ პროგრამული პროდუქტის უფასოდ გადმოწერა. ასე, მაგალითად, "Windows-ის ინსტალაცია უფასოდ" შეთავაზების მიხედვით, ინტერნეტიდან პროგრამების გადმოწერის დროს, 100–დან 92 შემთხვევაში მომხმარებლებს თავიანთი კონფიდენციალური მონაცემებისა და ფულის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ", - აცხადებენ კომპანიაში.

კორპორაცია Microsoft–ის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქალაქეთა 80%–მდე წარსულში კიბერდამნაშავეთა პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესში მოღვაწე კომპანიების 97,5%-ს სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც კიბერსაფრთხე დაემუქრათ.

"საფრთხის დონე იმ დამნაშავეთა მხრიდან, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს იყენებენ, მუდმივად იზრდება. ბოლო წლის განმავლობაში 137 მილიონი ახალი ტიპის მავნე პროგრამა შეიქმნა, ეს არის დღეში 1 მილიონი ახალ კიბერსაფრთხე. მეკობრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, კომპანია Microsoft რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს, გამოიყენონ მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები, რეგულარულად ჩაატარონ პერსონალის სწავლება კორპორატიული უსაფრთხოების საკითხებში და აგრეთვე გამოიყენონ მონაცემთა დაცვის სპეციალური პროგრამული და აპარატურული საშუალებები", - აცხადებს დირექტორი დსთ–ს ქვეყნებში პროგრამული აქტივების მართვისა და ლიცენზირების პირობების დაცვის შემოწმების სფეროში დიმიტრი ბერესნევი.

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბერშეტევებით გამოწვეულმა ზარალმა დაახლოებით 159 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Symantec–ის მონაცემებით, ჰაკერული შეტევების მსხვერპლი 594 მილიონი ადამიანი გახდა.

"თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია კიბერდანაშაულის, მათ შორის კომპიუტერული მეკობრეობის შესახებ, ან გსურთ კონსულტაციის მიღება, დაგვიკავშირდით საქართველოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით: ceenmsamc@Microsoft.com", - აცხადებენ კომპანიაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თავიანთ თანატოლებს | Allnews.Ge

რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თავიანთ თანატოლებს

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს, სტატისტიკა სულ სხვა ტენდენციას გვიჩვენებს - რაც დრო გადის, მოზარდებში წიგნის მოყვარულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს და ეს პარალელური პროცესი, ფაქტობრივად, ყველაზე პრესტიჟულ და მოდურ "გასართობადაც" მკვიდრდება. წიგნის კითხვა რომ მოზარდებში პოპულარულობას იბრუნებს, ამაზე ბოლო პერიოდში წიგნის მაღაზიებთან ათასობით თინეიჯერის რიგი და მოზარდებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაზე მოთხოვნის საგრძნობი ზრდაც მოწმობს. ბუნებრივია, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ყველანი ვიმუხტებით დასვენების, გართობისა და განტვირთვის საგანგებო მოლოდინით, თინეიჯერები აქტიურად ეძებენ ე.წ. საზაფხულო ლიტერატურასაც, ამ მხრივ მოზარდებისთვის შეუცვლელი თანამგზავრი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი "ლიბერთინსი" და ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურაა. მოგეხსენებათ, "ლიბერთინსი" თინეიჯერული ლიტერატურული პროექტია, რომელშიც მოზარდები არიან ჩართულნი და თავადვე არჩევენ იმ უცხოურ ლიტერატურას, რომლის წაკითხვაც ქართულ ენაზე სურთ. "კვირის პალიტრა" "ლიბერთინსის" რამდენიმე აქტიურ მონაწილეს ესაუბრა, რომლებიც თანატოლებს წაკითხული ლიტერატურისგან მიღებულ შთაბეჭდილებასა და რეკომენდაციებს უზიარებენ:

გიორგი კიკაბიძე: ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც ყველა მოზარდი თავისუფალია. პირადად მე, მთელი წლის განმავლობაში ვადგენ საკითხავ სიას, წელს საკითხავი სიის პირველი სამეული ასე გამოიყურება: საბა ტაჰირის "ნაპერწკალი ფერფლში", ეს წიგნი ავტორის სადებიუტო ნაშრომია. ავტორს წიგნმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში მსოფლიო აღიარება მოუტანა. ვისაც უყვარს ფენტეზი, სამეფო ინტრიგები და მძაფრი სიუჟეტი - ეს წიგნი მათთვის აუცილებელი საკითხავია. მეორე წიგნია ერნესტ კლაინის "პირველი მოთამაშე, მოემზადე". კლაინმა ამ წიგნით კაცობრიობას ახლო მომავალი უწინასაწარმეტყველა, სადაც ადამიანები ვირტუალურ რეალობაში გადასახლდნენ. მწერალმა მოახერხა ის, რასაც ბევრი გამოცდილი მწერალი ვერ ახერხებს, გვიჩვენა მომავალი წარსულის ელემენტებით. მესამე კი, ლუის ლოურის "გამღები" გახლავთ. ეს ნაწარმოები მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული და ამერიკის სასწავლო პროგრამაშიც კია შეტანილი. ლოურის სამყარო სრულიად დაცლილია ადამიანური ემოციებისაგან, მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ჯონასს შეუძლია იხსნას ადამიანები, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოგონებები უნდა იტვირთოს, როგორც კარგი ასევე ცუდი.

ლუკა ხვარეშია: თითქმის ყოველთვის რაღაცას ვკითხულობ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა სეზონი იქნება, თუმცა, ბუნებრივია, ზაფხული მაინც განსხვავებულია. დროის ამ მონაკვეთში თინეიჯერებს მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. ამ ზაფხულს ბევრი წიგნის წაკითხვას ვგეგმავ, მათ შორისაა მერისა მეიერის "კრესი", რიკ იანსის უსასრულო ზღვა" და ელიფ შაფაქის "ღირსება". "კრესი" ლიბერთინსის ერთ-ერთი სერიის "მთვარის ქრონიკის" წიგნია, რომელიც ძალიან საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს დისტოპიურ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროზე. "უსასრულო ზღვა" ასევე ლიბერთინსის სერიის წიგნია. ნაწარმოებმა პირველივე გვერდებიდან განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ახლა მოუთმენლად ველი შემდეგი ნაწილების გამოცემას. რაც შეეხება ელიფ შაფაქის "ღირსებას", ზოგადად ეს მწერალი თურქულ რეალობას ყველაზე კარგად აღწერს და მის სიცოცხლეშივე უკვე ბევრი წიგნი იქცა კალსიკად. "ღირსება" ერთი ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს აღმოსავლეთის მიყრუებული სოფლიდან ლონდონამდე ჩააღწიოს.

მარია ენუქიძე: როგორც იქნა მოაღწია ჩემმა საყვარელმა ზაფხულმა და მშვიდად შემიძლია ვიკითხო ამდენი ხნის ნანატრი წიგნები. თანატოლებს "ქარწაღებულნი" -ს წაკითხვას ვურჩევ, მარგარეტ მიტჩელის, კლასიკოსად აღიარებული მწერლის, იდეალური წერის სტილი პირველივე გვერდებიდან გვითრევს სკარლეტ ო'ჰარას მღელვარე ცხოვრების მორევში. კეს მორგანის "ასეული" კი სწორედ ის წიგნია, რომელიც სუნთქვას შეგვიკრავს, დაგვაფიქრებს უამრავ პრობლემაზე, დაგვანახებს, როგორ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს სამყარო. ამ ყველაფერს კი თინეიჯერების თვალით ვხედავთ, რაც წიგნს მეტ ეფექტურობასა და დაძაბულობას ჰმატებს. რეი ბრედბერის "ბოროტი მოდის" - ეს წიგნი თავისი მისტიკური ელფერით კითხვის პროცესს საშიშს, ჩამთრევსა და დაუვიწყარს ხდის, საჰელოუინო განწყობა კი ზაფხულის ცხელ დღეებს შემოდგომის გრილ ელფერს სძენს.

რუსა შელია