
Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ წელს შანხაიში გაიმართება. შოუს არსებობის ისტორიაში ნიუ-იორკის ფარგლებს გარეთ ის მხოლოდ ლოს-ანჯელესში, კანში, ლონდონსა და პარიზში გამართულა. გასულ წელს, საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ ჩვენებას ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ ორგანიზატორებმა გეოფრაფიული საზღვრების გაფართოება გადაწყვიტეს და ახალ პლატფორმად აზიის მოდური ინდუსტრიის დედაქალაქი - შანხაი აირჩიეს.
დეკემბერში, ახალი კოლექციის წარდგენაში მონაწილეობას არ მიიღებენ კენდალ ჯენერი და ჯიჯი ჰადიდი, თუმცა, მათ ნაცვლად შოუში ახალი მოდელებს ვიხილავთ. გთავაზობთ ახალი სახეების ფოტოგალერეას.