05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კულტურა
28.11.2017 / 08:11
შრიფტის ზომა:

ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ჩანთა, რომელსაც მსოფლიოში ბევრი ცნობილი სახე ატარებს

დიდი ჩანთები, რომელთა თანხლებითაც ადრე შესაძლოა, საყიდლებზე დადიოდით, ახლა ძალიან ტრენდულია. პაპარაცულ ფოტოებში ბევრ მოდელსა თუ ცნობილ სახეს დაინახავთ, რომლებიც Balenciaga-ს მიერ შექმნილი ლურჯი თუ ზოლიანი ჩანთებით გადაადგილდებიან.

ეს ჩანთები საქართველოს 2000-იან წლებსაც მოგაგონებთ, რადგან მათი საშუალებით ჩვენს ბებიებსა და მშობლებს სახლში პროდუქტები ან ტანსაცმელი მოჰქონდათ ხოლმე. ასეთივე იერსახის მქონე ჩანთები კი აშშ-ში, კერძოდ, Chinatown-ში სულ რაღაც 3$-ად ფასობს, თუმცა მოდის ინდუსტრიაში მათ განსხვავებული ისტორია აქვთ.

მაგალითად, Balenciaga-ს მიერ გამოშვებული ლურჯი ჩანთები, როგორც სხვადასხვა მოდის გამოცემა იუწყება, ჰიპერმარკეტების ქსელ IKEA-ს "შოპინგის" ჩანთებითაა ინსპირირებული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი იერსახის მქონე ჩანთის ფასი IKEA-ში 99 ცენტია, Balenciaga-ს მიერ გამოშვებულის ღირებულება კი 2,145$-ია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღსანიშნავია, რომ Balenciaga-ს მიერ წარმოებული დიდი ზომის ზოლიანი ჩანთის მსგავსი პროდუქტი 2007 წელს მსოფლიო მოდაში Luis Vitton-მა შემოიტანა. როგორც მოდის გამოცემები აღნიშნავენ, ასეთი ჩანთები ამერიკაში ჩინელი მუშა კლასის საახალწლო საყიდლებს უკავშირდება.

მსგავსი პრინტის პროდუქცია წითელ, თეთრსა და ლურჯ ფერებში Celine-მა და Stella McCartney-მაც გამოუშვეს, შესაბამისად, დემნა გვასალია ერთადერთი დიზაინერი არ არის, რომელმაც იაფფასიანი ჩანთების პრინტი ტრენდული პროდუქციის შექმნაში გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ჩანთებზე მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღნიშნულ ჩანთებს გავლენიანი გამოცემებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, - "როდესაც ეს ჩანთა პოდიუმზე ვნახეთ, მაშინვე შეგვიყვარდა და რამდენიმე ზომა შევიძინეთ, რადგანაც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის ჩვენს მომხმარებლებსაც მოეწონებოდათ" - აღნიშნავს ნატალი კინგემი, Matchesfashion.com-ის გაყიდვების დირექტორი Telegraph-თან საუბარში.

საყიდლების ჩანთის მსგავს აქსესუართან დაკვშირებით Elle შარშან წერდა, - "ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ წლევანდელი მოდის კვირეული Balenciaga-სი იყო. დიდი და სპორტული ქურთუკები მაშინვე ყველას სურვილების სიაში გაჩნდა. ეს ეხება არამხოლოდ დემნა გვასალიას ამ პრაქტიკულ სამოსს, არამედ ჩანთებსაც რომლითაც ყველა აღფრთოვანდა".

როგორც შარშან, ისე წელს აღნიშნული ჩანთები ტრენდულად მიიჩნევა, თუ მსოფლიოს მოდის კვირეულებს თვალს ადევნებთ, ისინი ბლოგერებისა თუ მოდელების ხელშიც გექნებათ შემჩნეული.

მკითხველის კომენტარები
(2)

დავითი
29 ნოემბერი , 2017 12:11

ვაი თქვენს პატრონს.

ლილი
28 ნოემბერი , 2017 19:11

სამხრეთ კორეაში ტანისამოსიც კი აცვიათ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ჩანთა, რომელსაც მსოფლიოში ბევრი ცნობილი სახე ატარებს | Allnews.Ge