
საქართველოს ხელოვნების სასახლემ ცნობილი ქართველი კოლექციონერისა და სიძველეთა მოყვარულ დავით კობახიძისაგან საჩუქარი მიიღო. ეს არის მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი ტილო პირობითი სახელწოდებით - "მარიამ მაგდალინელი". პირველადი მონაცემებით, ნახატი სავარაუდოდ, იტალიელი მხატვრის გუიდო რენის (1575-1642) სკოლას მიეკუთვნება. ნამუშევარი შესრულებულია ტილოზე ზეთის საღებავებით. ჩვენ დავით კობახიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ, იგი ამერიკიდან გვესაუბრა...
"ეს ნახატი იმითაა მნიშვნელოვანი რომ, ძალიან ძველია, კერძოდ, მე-17 საუკუნის - გუიდო რენის სკოლაა... ნახატი ცოტა რესტავრაციას საჭიროებს. დიდი ხანია კოლექციაში მაქვს", - აღნიშნა დავით კობახიძემ.
დაახლოებით რამდენია ნახატის ღირებულება?
ექსპერტები შეაფასებენ, საქართველოს ძალიან კარგი ექსპერტები ჰყავს! მხატვარი გუიდო რენი ძალიან ცნობილია. ეს ნახატი მისი გარემოცვიდან ერთ-ერთი მხატვრის მიერ არის დახატული. ან ერთ-ერთი მისი სტუდენტის შესრულებულია. იმ დროს ნახატებს ხელს არ აწერდნენ...
როგორ აღმოჩნდა ნახატი თქვენს კოლექციაში?
ერთ-ერთ აუქციონზე შევიძინე ლოს-ანჯელესში... ნახატი ძალიან ოსტატურად არის შესრულებული და ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია... ქართველ მანდილოსანს წააგავს, თუ დააკვირდებით... ქართველი ქალის სახეა...…ვფიქრობ რომ ნახატს მუზეუმში სადანადო ადგილს მიუჩენენ.
შეგახსენებთ, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა კოლექციონერმა გასულ წელს საქართველოს მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, კერძოდ, ხელოვნების სასახლემ მის სენსაციურ გამოფენას უმასინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რუბოს, გიგო გაბაშვლის და სხვების ორიგინალი ნახატი, შედევრები.
სპეციალურად Allnews.ge-სთვის
მანანა გაბრიჭიძე