"ტელეღიპუცა" ტინკი-ვინკი გარდაიცვალა
"ტელეღიპუცა" ტინკი-ვინკის როლის შემსრულებელი, საიმონ შელტონი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობ ემილი ეტეკის თქმით, მისი ბიძა, რომელიც "ყველაზე კეთილი და ნიჭიერი ადამიანი იყო", მოულოდნელად გარდაიცვალა.
შელტონი ტინკი-ვინკის როლს 1997 წლიდან ასრულებდა. მისი შვილის, ჰენრის ინფორმაციით, საიმონ შელტონი 17 იანვარს გარდაიცვალა.
"ტელეღიპუცები" (Teletubbies) BBC-ს ეთერში 1997-2001 წლებში გადაიცემოდა.
"არ ვიცოდი, ასეთი პოპულარული თუ იქნებოდა შოუ, თუმცა როდესაც მასზე მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ განსაკუთრებული იყო," - აღნიშნა შელტონმა 2008 წელს.
bbc.com