კულტურა
15.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

როგორ მოხვდა 26 წლის ქართველი გოგონა "ბალენსიაგაში"?

როგორ მოხვდა 26 წლის ქართველი გოგონა "ბალენსიაგაში"?

26 წლის სალომე სულავა დემნა გვასალიასთან ერთად, კიდევ ერთი ქართველია "ბალენსიაგაში", რომელიც უკვე ერთი წელია გაყიდვების დირექტორის ასისტენტის პოზიციას იკავებს, პარალელურად ის სამართალდამცავ ორგანოებში თარჯიმან-სინქრონისტად მუშაობს და სასამართლო პროცესებს ქართულიდან ფრანგულად თარგმნის.

ახალგაზრდა, ამბიციური და ფრანგული ენის სპეციალისტი სალომე სულავა საქართველოში ყოფნის პერიოდში საფრანგეთის საელჩოში თარჯიმან-სინქრონისტად მუშაობდა, ასევე მოდის კვირეულების დროს მოდის კრიტიკოსების თარჯიმანიც იყო.

ფრანგულ ენას ღრმა ბავშვობიდან სწავლობს, ამიტომ 6 წლის წინ გადაწყვიტა, სწავლა საფრანგეთში გაეგრძელებინა, ახლა კი ქალაქ ნიცაში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლობს. კერძოდ, ეუფლება ფსიქოლოგიასა და კომუნიკაციას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც სალომე სულავა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, "ბალენსაგაში" არსებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით მეგობარმა შეატყობინა, რის შემდეგაც ორი სხვადასხვა სირთულის გასაუბრება გაიარა:

"პირველი გასაუბრება ორ საათს გაგრძელდა, რომელიც გაყიდვების დირექტორის ასისტენტთან გავიარე. გასაუბრება რამდენიმე ენაზე, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად გავიარე. სირთულეს რაც შეეხება, ეს პროცესი ამაღელვებელი იყო, რადგან ამ ბრენდთან მუშაობის დიდი სურვილი მქონდა".

"ბალენსიაგაში" მისი სამუშაო გარემო თავისუფალია. სალომეს თქმით, ბრენდი, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, გამოხატვის უდიდეს საშუალებას იძლევა და თითოეული ადამიანი განსაკუთრებული ნიჭიერებით აღსავსეა, მათ კოლექტიური მუშაობა იციან. რაც შეეხება სალომე სულავასა და დემნა გვასალიას შორის კომუნიკაციას, როგორც სალომე განმარტავს, სამსახურებრივი ფორმატიდან გამომდინარე, ისინი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კონტაქტობენ.

როგორი იყო დემნა გვასალიას ბავშვობა საქართველოში და როგორ მიაღწია წარმატებას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში?

"შევხვედრივართ Fashion Week-ზე, ის მართლაც რომ პარადოქსალურად ნიჭიერი, ქარიზმატული და პროფესიონალია" - აღნიშნავს სალომე სულავა.

სალომეს ყოველი დღე საკმაოდ დატვირთული და ხანგრძლივია. დილით საკმაოდ ადრე იღვიძებს, მიდის უნივერსიტეტში, ლექციების დასრულებისთანავე სამსახურში, შემდეგ კი სახლში ეჩქარება, რადგან სამეცადინო ბევრი აქვს, - "იმის გათვალისწინებით, რომ ორ სპეციალობას ერთდროულად ვეუფლები, მეცადინეობას გვიან ვამთავრებ, რის ფონზეც ძილი ფუფუნების საგნად მექცა" -აღნიშნავს სალომე.

"გზა, რომელსაც გავდივარ პირობითად, ლაბირინთს ჰგავს, რომლის გასასვლელი კარი, ერთდროულად შემოსასვლელიცაა, რომელსაც საკუთარ თავამდე მიყვავართ. მე ყოველთვის საკუთარ თავთან მსურდა ურთიერთობა, მსვლელობისას გავიზარდე, ფეხი ამ გზაზე ავიდგი და ვისწავლე სიარული, მოტივაციას მაძლევს საკუთარი თავის რწმენა, რომელიც გარკვეული მიზნის სისრულეში მოყვანისას ერთი-ორად მყარდება. საკუთარი შედეგების რაციონალიზება, იძლევა სწორ ხედვას, რაც სიტუაციის სწორად აღქმაში გვეხმარება, სხვა ყველაფერი უკვე არჩევანის და გემოვნების საკითხია", - აღნიშნავს სალომე Allnews.ge-სთან საუბარში.

გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვერ ახერხებს, რაც მისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია.

"განსაკუთრებულად მიყვარს საქართველო და ქართველი ადამიანები, ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის ღირებულებებსა და იმ ყველაფერს, რასაც საქართველო ჰქვია, ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაში გადამწვეტი მნიშვნელობა მიენიჭა. ამის უგულვებელყოფა წარმოუდგენელია. როდესაც თბილისში ვარ, ვდილობ მეტი დრო დავუთმო ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, ვტკბები ქართული კულინარიის ვირტუოზობებით, მიყვარს ფეხით სეირნობა მაშინ, როცა ქალაქი ცარიელია", - აღნიშნავს სალომე სულავა.

"ბალენსიაგას" გაყიდვების დირექტორის ასისტენტს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა ახლო მომავალში წიგნის დაწერას გეგმავს, ამბობს, რომ ეს ის არის, რაც ყოველთვის სურდა.

მკითხველის კომენტარები
(5)

ნინა
13 ოქტომბერი , 2018 04:10

ვერ გავიგე,იმის მაგივრად რომ გიხაროდენ ყოველი ქართველის წარმატება,ზოგიერთები შურით სკდებიან და ლამის ბოღმისაგან გადაირიონ!ჰეეეე!რა გმირთა ქართველებო? რამ გადაგრიათ? უფლის მაინც შეგეშინდეთ!საიდან ამხელა ზიზღი და ბოღმა?<br /> წარმატებებს გისურვებ ლამაზო გოგო.ყველა მიზანი აგსრულებოდეს!

გაოგნებული
04 სექტემბერი , 2018 20:09

რამ.გაგაბოროტათ ესე?! სალი წარმატებები

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი იყო დემნა გვასალიას ბავშვობა საქართველოში და როგორ მიაღწია წარმატებას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში? | Allnews.Ge

როგორი იყო დემნა გვასალიას ბავშვობა საქართველოში და როგორ მიაღწია წარმატებას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში?

"ჩაკეცილი ფეხსაცმელი", "კროქსები", ორიგინალური ჩანთები და სამოსი - ქართველი ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ განსხვავებული კონცეფციით გაიცნო. როგორ მოხვდა იგი მოდის ინდუსტრიაში და საიდან იწყება მისი ისტორია?

Vetements-ის შემქმნელის, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას ისტორია სოხუმიდან იწყება, სადაც ის 1981 წელს დაიბადა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ოკუპაცია 1990 წელს რუსეთმა მოახდინა, დემნასა და მისი ოჯახის წევრებს ათასობით მცხოვრებთან ერთად საცხოვრებლის იძულებით დატოვება მოუწიათ.

დემნა საქართველოში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, შემდეგ მამის სამსახურის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, საბოლოოდ კი საფრანგეთში აღმოჩნდა.

უცხოეთში წასვლამდე დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, როგორც ცნობილია, იგი საქართველოში მცირე ხნით ჟურნალისტად "საქართველოს ტელევიზიაშიც" მუშაობდა.

შემდეგ სფერო შეიცვალა და ანტვერპენში, ბელგიაში Royal Academy of Fine Arts-ში სწავლობდა. 2009 წელს საფრანგეთში "მარჯიელას" მოდის სახლში სამუშაოდ წავიდა, სამკვერვალო ტექნოლოგია და მეთოდოლოგია სწრაფად შეისწავლა. შემდეგ Louis Vuitton-თან მუშაობდა, საბოლოოდ, 2014 წლიდან საკუთარ საქმეს მოჰკიდა ხელი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა და Vetements-ის ცნობილი ბრენდი შექმნა, რომელიც მსოფლიო მოდამ სწრაფად აიტაცა.

Vetements-ის წარმატება, როგორც მოდის გამოცემები წერენ, მისმა კონცეფციამაც განაპირობა. Vetements-ი დაფუძნებულია კულტურაზე, ინტერნეტში არსებულ ტენდენციებზე, ქუჩაში არსებულ ყოველდღიურობასა და თანამედროვე გარდერობზე, რომელშიც სეზონურობა გათვალისწინებული არ არის.

"მოდა აქამდე ოცნებებს უკავშირდებოდა, მე კი მგონია, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო პრაგმატულია და ეს პრაგმატიზმი გულწრფელობას მოითხოვს," - განაცხადა დემნა გვასალიამ Vetements-ის ერთ-ერთი პირველი ჩვენების შემდეგ.

ამავე პერიოდში დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში ცხოვრების პერიოდსა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ყვება:

- ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა.

დემნა იხსენებს, რომ საქართველოში მას საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, სტალინისტურ, ლენინისტურ და კომუნისტურ იდეებზე იზრდებოდა და რეალურ ინფორმაციას მოკლებული იყო.

"მხოლოდ ორი ჟურნალი არსებობდა, სადაც დასავლეთში მიმდინარე მოდის ტენდენციებზე არაფერი იყო ნათქვამი. შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და საქართველო გაიხსნა. ეს აფეთქებას ჰგავდა, უცებ საშუალება მოგვეცა, დაგველია "ფანტა", "კოკა-კოლა" წაგვეკითხა Vogue-ი. შემდეგ გაჩნდა "მაკდონალდსი", სადაც დაბადების დღის გადახდა ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, ერთხელ დაბადების დღე იქ მეც გადავიხადე და ეს ისეთი საოცარი იყო, თითქოს პარიზში, Caviar Kaspia-ში მივდიოდი. Happy Meal-ი ხალხს ნამდვილად ჰგვრიდა ბედნიერებას", - იხსენებს დემნა გვასალია.

დემნა გვასალიას "ჩაკეცილი ფეხსაცმელი" 1360 დოლარი ღირს

14 წლის ასაკში დემნას ძალიან უყვარს ჰიპ-ჰოპი, მისი გმირი კი Notoriuous B.I.G იყო და როგორც თავად იხსენებს, ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის, საიდანაც ერთ-ერთს 2Pac-ი უფრო მოსწონდა, დემნა Notorious B.I.G-ის თაყვანისმცემლების ჯგუფში იყო.

"შემდეგ განსხვავებული რაღაცები აღმოვაჩინე და Sisters of Mercy-ს მოსმენა დავიწყე. 16-17 წლის ასაკი განსაკუთრებით რთული იყო, რაც ჩემი აზრით, ნორმალურია, გავხდი ასოციალური, დეპრესიული, ყველაფერი მძულდა. შემდეგ კი გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც კულტურული შოკი მივიღე - აღმოვაჩინე მუსიკა, მოდა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში არ მქონდა. რაც გერმანიაში 12 წლის ასაკში აღმოაჩინეს, იმ ყველაფრის შესახებ მე 19 წლის ასაკში შევიტყე," - აღნიშნავს დემნა.

ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესებული ყოველთვის იყო. როგორც თავად იხსენებს, ბავშვობაში ტანსაცმლის დიზაინის ცვლილება ძალიან მოსწონდა.
"ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ახალი დიზაინის მორგება მომწონდა, ეს ხომ საბჭოთა ქვეყანა იყო, სადაც ყველა ბავშვს ერთნაირად ეცვა, შესაბამისად, რაზეც ვმუშაობდი, ყველაფერზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, თუმცა რაღაცის ნაკლებობას შეუძლია შორს წაგიყვანოს. ასევე ძალიან მომწონდა იმის შესწავლა, თუ ქალებს ჩემს გარშემო როგორ ეცვათ. საქართველოში მცხოვრებ ხალხს რუსებისგან ძალიან განსხვავებული გემოვნება აქვს, მაშინ, როცა მათი სტილის რუსულთან ასოცირება ხდება. ქართველების სტილში არის ბევრი შავი, ძალან დრამატული, ოდნავ სიცილიური, თუმცა უფრო ექსტრემალური სამოსი, რასაც თან ერთვის ბევრი მაკიაჟი და დეკორაცია, რომელიც ასევე მუქია. ბებიაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სამოსი საკუთარ თავზე მოერგო და ახლაც ასე იქცევა, ყველაზე ექსცენტრული ადამიანია, ვინც კი მინახავს. 75 წლისაა და პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელი აცვია," - იხსენებს დემნა.

ბებია რომ ძალიან უყვარს, ეს არაერთხელ აღუნიშნავს, მათ შორის, როდესაც რაიმე საპატიო ჯილდოს მფლობელი ხდება, ბებიას უძღვნის ხოლმე.
როგორც თვითონ აღნიშნავს, დემნა არ ელოდებოდა, რომ Vetements-ს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, - "Vetements-ი ესთეტიკურად ძალიან დაკავშირებულია Martin Margiela-სთან, სადაც მოდა შევისწავლე," - აღნიშნავს დემნა.

პლურალიზმი Vetements-ის ერთ-ერთი დამახასიათებელი ელემენტია როგორც დიზაინერი განმარტავს, ის აერთიანებს სირიას, ბრაზილიას, იტალიას, რუმინეთს, რუსეთს, საფრანგეთსა და ბელგიას, - "ეს ძალიან კარგია, რადგან საკუთარი კულტურული მახასიათებლის მიხედვით ყველას განსხვავებული პერსპექტივა აქვს," - განმარტა დემნამ.

შეკითხვაზე, რას გრძნობს, როდესაც ხალხი მას კოლექციების მნიშვნელობის ახსნას სთხოვს, ის კი უარს ამბობს და მისი ნამუშევრების ზედმეტად ინტერპრეტირება ხდება, დემნა პასუხობს, რომ საინტერესოა განსხვავებული ადამიანები როგორ ხედავენ მის სამოსს და როგორ უკეთებენ ისეთ ინტერპრეტაციას, რაც საერთოდ არ იყო ნაგულისხმევი.

დემნა გვასალია ფიქრობს, რომ ძალიან პათეტიკურია ბრენდმა სოციალურ მედიაში მოწონებებსა და მიმდევრებზე ინერვიულოს. დემნამ უცხოურ მედიასთან საქართველოში მის მიმართ არსებულ ინტერესზეც ისაუბრა. რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა, როგორც თვითონ ამბობს, ქართული ტელევიზიებისგან ზარები არ წყდებოდა, თუმცა ქართული მედიისთვის მას ინტერვიუ არ მიუცია.

დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალია კი Vetements-ის გაყიდვებშია ჩართული და უცხოურ მედიასთან ამ საკითხზე აქტიურად საუბრობს ხოლმე.

მომზადებულია 032c.com-ისა და Vogue-ს მიხედვით