
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული.
ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 600 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩეხეთის ერთ პატარა სოფელ ლოუკაში 90 წლის ბებომ სახლები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცია. იგი ყოველ გაზაფხულზე ზაფხულის ბოლომდე სახლებზე ულამაზეს ორნამენტებს ხატავს. 90 წლის აგნეს კასპარკოვა, რომელიც ადრე სოფლის მეურნეობის სფეროში იყო დასაქმებული, იყენებს მხოლოდ ლურჯ ფერს ხატვისთვის.
"ძალიან ვერთობი ამ საქმით", - ამბობს აგნესი.
გთავაზობთ მისი ნამუშევრების ფოტოებს:
მკითხველის კომენტარები
(0)