26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

Echowaves -ის ონლაინ ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს შეწყდება | Allnews.Ge

Echowaves -ის ონლაინ ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს შეწყდება

ფესტივალ Echowaves -ის დაწყებამდე ზუსტად 3 დღე რჩება. ქართული, სლოვენიური და სერბული კოლაბორაციის პირველ შედეგს მსმენელი ანაკლიაში 23 აგვისტოდან იხილავს. პროექტო Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი მხარდაჭერი ცნობილი EXIT ფესტივალია.

ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ონლაინ ბილეთების გაყიდვა შეწყდება 21 აგვისტოს - 22:00 საათზე.

ფესტივალის მულტიპასი – 170 ლარია, დღიური ბილეთი კი – 75 ლარი.

მულტიპასის ფასი კარზე – 200 ლარი იქნება, დღიური ბილეთი – 90 ლარი.

23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში 5 სხვადასხვა სცენაზე მსემენელს 150-ზე მეტი არტისტის მოსმენა შეუძლია. 23 აგვისტოს Echowaves-ს დეტროიტ ტექნოს პიონერის, Juan Atkins-ის და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ერთობლივი პროექტი, ოფიციალურად გახსნის.

www.echowaves.ge

#echowaves #findyourwave