
ამ საინტერესო ნახატების ავტორი ამერიკელი ჯარისკაცი კორბან ლუნდბორგია. ჯარისკაცმა 8 თვე გაატარა აღმოსავლეთ აფრიკაში სამხედრო ოპერატორად ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფში.
მშრალ კვებაში კი, რომელსაც ჯარისკაცებს ურიგებდნენ ხსნადი ყავის პაკეტებიც შედიოდა. სწორედ იქ გატარებული 8 თვის გასახსენებლად დაიწყო მამაკაცმა ხატვა, თუმცა ფერადი საღებავების ნაცვლად ის ხსნად ყავას იყენებდა.
ჯერ ხატავდა კონტურს, შემდეგ ასანთით უწვავდა გვერდებს და შემდეგ აფერადებდა.