მოგზაურობა
25.08.2017 / 09:08
შრიფტის ზომა:

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

საუკეთესო თანამშრომლების მოსაზიდად დამსაქმებლების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში აპლიკანტებს ხელფასის გარდა, გარკვეულ სარგებელსაც სთავაზობს. თუმცა, ამ ბრიტანული ოჯახის შემოთავაზება მოულოდნელ გულუხვობად შეიძლება მოგეჩვენოთ.

კანდიდატი, რომელიც დამსაქმებლის მოწონებას დაიმსახურებს, 6-ნიშნა ხელფასს ($129,000), პროფესიონალი მზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს და ოჯახის საკუთრებაში არსებული მანქანების (რენჯ როვერი, პორშე, მაზერატი) ტარების უფლებას მოიპოვებს. მსგავსი ფუფუნებისა და მაღალი ანაზღაურების მისაღებად კი, 4 ბავშვის გარემოცვაში ყოფნაა საჭირო, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2-ის, უფროსი კი 15 წლისაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები განათლებას სახლის პირობებში იღებენ.

ოჯახის ნდობის დამსახურებისა და სამსახურის მიღების სურვილი უკვე ბევრმა 300-მა აპლიკანტმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამსახური ზედმეტად კარგია იმისთვის რომ სიმართლე იყოს CNBC-მა დაადასტურა, რომ ის მართლაც რეალურია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ზემოთ, ჩამოთვლილი სიკეთეების გარდა, ოჯახის მოთხოვნებში 13 საათიანი სამუშაო დღე და ხშირი მოგზაურობისთვის მზადყოფნაც შედის. ოჯახს კვირაში სამჯერ უწევს ადგილსამყოფელის შეცვლა. ძიძას კი 4 ბავშვთან ერთად ლონდონის, ბარბადოსის, ატლანტასა და კეიპტაუნის სახლებს შორის მოუწევს მუდმივი მგზავრობა.

მოთხოვნები ამით არ სრულდება. მომავალ ძიძას 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბავშვთა ფსიქოლოგის ხარისხი უნდა ჰქონდეს, თუმცა საკუთარი შვილები არ ჰყავდეს.

მომავალმა ძიძებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებისთვის თავის მოწონება გასაუბრების პირველი ეტაპია, კანდიდატურას მხარი თავად ბავშვებმაც უნდა დაუჭირონ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ტომები დედამიწაზე, სადაც ოჯახს ქალები მართვენ | Allnews.Ge

ტომები დედამიწაზე, სადაც ოჯახს ქალები მართვენ

ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ მამაკაცი ოჯახის უფროსად ითვლება, რომელიც ოჯახის სხვა წევრებზე იღებს პასუხიმგებლობას. არის ქვეყნები, სადაც ოჯახის თავები ქალები არიან, მამაკაცად დაბადება კი ერთგვარად წარუმატებლობად ითვლება.

კალაშები პაკისტანში კალაშების ტომის ხალხს ალექსანდრე მაკედონელის მეომრების შთამომავლებად თვლიან. ეს ტომი დაახლოებით 3000 ადამიანს ითვლის. მათი წინაპრები დიადი მეომრები იყვნენ, თუმცა დღევანდელი კალაშები მშვიდობიანი ხალხია. მათ ერთი დამახასიათებელი თავისებურება აქვთ–აქ ოჯახის უფროსი ქალია. თუ მას რაიმე არ მოეწონება, თავისუფლად შეუძლია ქმარი სახლიდან გაუშვას და სხვა მოიყვანოს. გაგდებული მამაკაცი ხმისამოუღებლივ მიდის, რადგან ქალთან შეპასუხების უფლება არ აქვს.

მოსოს ტომი ჩინეთში ეს საკმაოდ დიდი ტომია და მისი წარმომადგენლები ჩინეთის რამდენიმე პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი თავისებურებაა ის, რომ ისინი არ ქმნიან ოჯახებს. ქალები ცხოვრობენ ნებისმიერ მამაკაცთან, რომელიც მოეწონებათ. თუ მათ საერთო შვილი გაუჩნდებათ, ბავშვს დედა გაზრდის ან რომელიმე ნათესავი დედის მხრიდან.

მეგჰალაიას შტატი ინდოეთში აქ მამაკაცების სრული უუფლებობა სუფევს: ყველაფერს ქალები ხელმძღვანელობენ და ყველა საკითხს ქალები წყვეტენ. ქალები განაგებენ ფინანსებს, არქმევენ სახელებს ბავშვებს და გვარებსაც კი თვითონ ურჩევენ ახალდაბადებულ შვილებს. საინტერესოა, რომ ამ ქვეყნის მამაკაცებმა ჩამოაყალიბეს მამაკაცთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია.

მინანგკაბაუ და მათი მატრიარქატი ინდონეზია ქვეყანაა, სადაც მატრიარქატი ბატონობს. როგორც ყველასთვის ცნობილია, ისლამში ქალებს ძალიან შეზღუდული უფლებები აქვთ და ისინი ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ ქმარს. მინანგკაბუს ტომში ყველაფერი პირიქითაა. აქ ქალია ოჯახის უფროსი, ამიტომ მემკვიდრეობას იგი ქალიშვილებს გადასცემს. ღამეს მეუღლეები ერთად ათევენ, დილით ადრე ქმარი დედამისის სახლში მიდის და სხვადასხვა საქმიანობით კავდება. მამრობითი სქესის წარმომადგენლები 10 წლამდე დედის სახლში იზრდებიან, შემდეგ მათ რელიგიურ სკოლაში აგზავნიან, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მათ უნდა დატოვონ მშობლიური სახლი, რათა თავისი ოჯახის შესაქმნელად გამოიმუშავონ ფული. მათი არყოფნის დროს ქალები ასრულებენ ყველა საშინაო საქმეებს.

ჰიმალაი

ინდოეთის, ნეპალის და ბუტანის ზოგიერთ რაიონში არის ტომები, სადაც ქალებს უფლება აქვთ გათხოვდნენ ერთდროულად რამდენიმე მამაკაცზე. ეს თავისებური მამაკაცთა ჰარემებია. მაგრამ ცივილიზაციამ აქაც შეაღწია, და მამაკაცთა ჰარემები უკვე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.