
სტატია ჟურნალ "ისტორიანში" დაიბეჭდა გურამ ყორანაშვილის წიგნის "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა (ჩვენი ეროვნული გმირი თუ ქართველი ალკიბიადე?)" მიხედვით
გიორგი სააკაძის თემა ვერ ასცდა ახლებურ მითისმთხზველობას. მოვიტანთ ამის დამადასტურებელ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ბეჭდური სახითაც, მეცნიერების პრეტენზიითაც ვრცელდება. ეს კი თავის მხრივ ხალხის მასაში მეტ ნდობას აღძრავს შესაბამისი "ფაქტებისადმი".
ერთ-ერთი ამათგანი გახლავთ ვითომდაც გიორგი სააკაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვა: "ყოველივე ჩემი განზრახული უნდა აღსრულდეს. ქართლში დავბრუნდებით და მალეც!.. დიდი ხანია გავიგე: მხოლოდ ქართველთა სამეფოების (მხოლოდ, სამთავროების არა?! - გ. ყ.) გაერთიანებით, მეფის ერთხელისუფლებიანობის(!) განმტკიცებით შეიძლება აღორძინდეს საქართველო. გეფიცები, ჩემო მეფევ, დავით აღმაშენებელს!.. მე გიორგი სააკაძე, მოურავი, პირველი ვალდებული სამშობლოს წინაშე, წმინდათ და კვლავაც შევასრულებ შენს ანდერძს: "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!"
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დიდად სამწუხაროდ, გიორგი სააკაძემ "დავითის საფლავთან საჯაროდ გაცხადებული მიზანი" ვერ აღასრულა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი სიტყვები მას არც წარმოუთქვამს. მართალია, იგი იმყოფებოდა იმერეთში მეფე გიორგი IV-სთან, შეხვდებოდა უფლისწულ ალექსანდრესაც, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. მოტანილი სიტყვები უახლესი ხანის ჩვენი მასობრივი ცნობიერების შესაფერისი ფანტაზიაა. ფოტო: ნიკოლოს ბარათაშვილი.
თითქოს გიორგი სააკაძის ფარს ამშვენებდა ამგვარი წარწერა: "ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული". ესეც წმინდა წყლის გამონაგონია და მისი წყარო გახლავთ რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას რომანი "დიდი მოურავი". მთლად უსაფუძვლოა დიდი მოურავის შეგონება: "გახსოვდეთ, მამაცობით განთქმულნო რაინდნო, ბრძოლას იგებს უშიშრობა(!), სინდისი და პატიოსნება!"
თითქოს სოფელ კველთაში მოსვლამდე თურქ-ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარმა ცხრა შემხვედრ ქართველს უბრძანა ეჩვენებინათ ცხირეთში ლუარსაბ II-ის საზაფხულო რეზიდენციამდე მისასვლელი გზა, მაგრამ ამაზე ყველა ამათგანმა უარი განაცხადა, შედეგად მომხდურებმა თითქოს მათ თავები მოჰკვეთეს. ამათგან განსხვავებით კი თევდორე მღვდელმა მოქმედების სულ სხვანაირი გზა აირჩია, რაც ყველას კარგად მოგვეხსენება. მაგრამ მთლიანობაში აღნიშნული ცნობაც წმინდა წყლის გამონაგონია. დიდად სამწუხაროა, რომ ამგვარ "გადმოცემას" თვით "პროფესიონალი" ისტორიკოსები ავრცელებენ.
თითქოს ჩვენს დიდ პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ასე ეთქვას: "რა ამოძრავებდა მის (ე.ი. გიორგი სააკაძის) ჭკუა-გონებას და ნებისყოფას: თვითმპყრობელობისას(!) კერპი თუ სამშობლოს ინტერესები? შენ (ადრესატს არ ასახელებენ. - გ.ყ.) ის აზრი გაწუხებს, როდის გადაწყვიტა გიორგი სააკაძემ აჯანყება, - მანამდე, სანამ ხელთ იგდებდა შაჰის მსტოვარს ბარათით, თუ მერე, მაგრამ ისტორიას ამასთან არაფერი(?!) ესაქმება. მარტყობი(!) ეს ის არის, რისი გულისთვისაც მოევლინა (იგი) ამ ქვეყანას. მარტყობი(!) საქართველოს გადარჩენაა. მარტყობი(!) ის ჭრილობაა, რომლისგანაც ვეღარ განიკურნა შაჰ-აბასი. მარტყობი(!) გიორგი სააკაძის ბედისწერაა და სხვა დანარჩენი წვრილმანი კაცუნების მონაჭორია.... წაიკითხეთ ვრცლად
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მაროკო ევროპიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ ცხოვრება სრულად განსხვავებულია. ის არა მხოლოდ ყველაზე გემრიელი მანდარინების, არამედ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, არქიტექტურული შედევრების და არაჩვეულებრივი პეიზაჟების სამშობლოა. გთავაზობთ გასაოცარ ფაქტებს ქვეყნის შესახებ, რომელსაც განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს.
1.მაროკოში მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი მდებარეობს
მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 859 წელს გაიხსნა. უნივერსიტეტი მდიდარი ვაჭრის ქალიშვილმა, ფატიმა ალ-ფიჰრიმ დაარსა. ევროპული ტრადიციებისგან განსხვავებით, უძველესი არაბული უნივერსიტეტები დაწესებულების სახელით დიპლომებს არ გასცემდნენ: აქცენტი ინდივიდუალური მენტორების სწავლებაზე კეთდებოდა. მხოლოდ 1947 წელს ალ-კარაუინი გახდა „უნივერსიტეტი“ ამ სიტყვის ევროპული გაგებით.
2.აფრიკაში თოვლი მოდის ზამთარში მაროკოში შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ. ატლასის მთებს შორის მარაქეშიდან 75 კმ-ში მდებარეობს სათხილამურო კურორტი უკაიმედენი. თოვლი აქ დეკემბრიდან აპრილის დასაწყისამდე გრძელდება.
3.მაროკოში ბევრი პოპულარული ფილმის და სერიალის გადაღება ხდება ადგილობრივი ლამაზი პეიზაჟებით ცნობილი რეჟისორები გულგრილი ვერ დარჩნენ. 60-იანი წლებიდან და ფილმ „ლოურენს არაბიდან“ დაწყებული ყოველწლიურად აქ ასობით კინოსურათს იღებენ. 1983 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კინოსტუდია „ატლასი“ დაარსდა. სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი ფილმები „გლადიატორი“, „ალექსანდრე“, „სპექტრი: აგენტი 007“ და საკულტო სერიალი „სამეფო კარის თამაშები“.
4.აქ პურის გადაგდება არ შეიძლება მაროკოელები ბევრ პურს მოიხმარენ და მას ყველა ოჯახში დიდი პატივისცემით ეპყრობიან. შეუჭმელი პურის ნარჩენებს ცხოველების საჭმელად იყენებენ. ძველი პურის გაცვლა შესაძლებელია, მაგ., სახლის გამწმენდ საშუალებებში.
5.მაროკო ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ გიბრალტარის სრუტე მაროკოს ევროპისგან მხოლოდ 16 კმ-ით აშორებს. მაროკოს სანაპიროზე ყოფნით შესაძლებელია ესპანეთის ქუჩებში მანქანების გადაადგილებას უყუროთ. ხოლო ორი ესპანური ანკლავი, სეუტა და მელილია თავად სამეფოს ტერიტორიაზეა განთავსებული. ასე რომ შესაძლებელია ევროპაში მოხვდეთ ისე, რომ მაროკო არ დატოვოთ.
6.ახლა მაროკოში 2969 წელია ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბერბერებია და მათთან ახლა 2967 წელია. თუმცა თავად სამეფო ოფიციალურად მთელი პლანეტის აღიარებულ საერთო კალენდარს იყენებს. 2011 წელს მაროკოში ბერბერული ენა არაბულთან ერთად სახელმწიფო ენა გახდა.
7.მაროკოში არის ქალაქი, რომელიც ლურჯი ფერითაა შეღებილი
შეფშაუნი გახდა ადგილი, სადაც ებრაულმა საზოგადოებამ დევნისგან თავშესაფარი იპოვეს. სწორედ მათ გადაღებეს შენობები ლურჯ (წმინდა) ფერში. თანამედროვე მაროკოელები ქალაქის შეღებვას სერიოზულად უდგებიან - ლურჯ ფერში იღებება ტროტუარები, სკამები, ღობეები და ა.შ.
მკითხველის კომენტარები
(1)
მაგ ფასად გაცილებით უკეთესაი ტურის დაგეგმვაც შეიძლება. თან არაკომფორტული იქნება 70 დღე სულ გზაში ყოფნა