
"კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილი, ვინც სახლში მკურნალობს, ხშირად არღვევს კარანტინის წესებს - შეუზღუდავად დადის ქუჩაში, მაღაზიაში და ზოგჯერ სტუმრადაც. ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა. დღეს კი მსგავსი ფაქტების შესახებ სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია.
რა შედეგები მოყვება მსგავსი ფაქტების გაგრძელებას და რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფიცირებულების ნაწილი ქუჩაშიც დადის, მაღაზიაშიც და... სტუმრადაც.
“ნუ დადიხართ კოვიდ დადებითები გარეთ და ნუ უქმნით საფრთხეს გარშემომყოფების ჯანმრთელობას! ყველას სახელი და გვარი ვიცი, ვინც ხართ კოვიდ დადებითები და ნუ მიმიყვანთ იმ ზომამდე, რომ შესაბამისი უწყებები ჩავაყენო საქმის კურსში და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინოთ პასუხი! დაიცავით იზოლაცია-კარანტინის წესები!” - ვკითხულობთ “ფეისბუქში” ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულ პოსტში. მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში 20-30 კოვიდ დადებითის მიერ ხდება მინიმუმ 5-ჯერ მეტი კონტაქტი. ისინი გადაადგილდებიან სამსახურებში, მაღაზიებში, აფთიაქში და ამ დროს არ უკეთიათ ნიღაბი არც მომხმარებლებს და არც თანამშრომლებს. აღნიშნული ფაქტს აღმაშფოთებელსა და გაუგონარ უპასუხისმგებლობას უწოდებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე. მისი თქმით, ეს მდგომარეობა სრულიად ხალხის შეგნებაზეა დამოკიდებული და ქვეყანა ვერ შეძლებს ბინაზე მყოფი პაციენტების გაკონტროლებას, რადგან ისინი ბევრნი არიან და ყველას თვალთვალი ფაქტიურად შეუძლებელია”, - ვკითხულობთ სტატიაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
“ამ სიტუაციის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ბინაზე ძალიან ბევრია დატოვებული სამკურნალოდ. კარებზე პოლიციას ხომ ვერ დავაყენებთ, რომ არ გავიდნენ?! ეს არის ადამიანის თვითშეგნებაზე დამოკიდებული. ამგვარი ქმედებები გამოიწვევს ვირუსის მეტ გავრცელებას, რადგან გადამდებლობა მაღალი აქვს ამ ვირუსს. ეს არის ადამიანთა პასუხისმგებლობა და აუცილებელია, რომ თავად მოსახლეობაც ყურადღებით იყოს. თუკი ვინმეს მსგავს შემთხვევაზე ექნება ინფორმაცია, უნდა აუწყოს შესაბამის ორგანიზაციებს და დადგინდეს უმაღლესი ჯარიმის ფორმა დასჯის თვალსაზრისით. ეს პაციენტები აღრიცხვაზე არიან, მაგრამ თითოეულ კართან რა ხდება, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ამიტომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თვითშეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა”, - განაცხადა ენდელაძემ, რომლის თქმით, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯარიმების შემოღებაა საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუკი ვინმეს მსგავს ფაქტზე გამოიჭერენ, აუცილებლად მაქსიმალური ჯარიმა უნდა დაეკისროს. შეიძლება შემუშავდეს სისტემა, რომ მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ამ პირების შესახებ და ეს თავად საზოგადოების ჩართულობითაც უნდა მოხდეს. ეს არ ეხება 20-30 ოჯახს - ასეთი ოჯახები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობითაა და მათი კონტროლი ძალიან რთულია”, - ამბობს ენდელაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხმარებელი თავის ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას სწორედ უკონტროლოდ მოსიარულე კოვიდ ინფიცირებულს აკისრებს”, - დასძენს გამოცემა.
“ასეთმა მოწანწალე კოვიდ დადებითმა დამიღუპა ოჯახი და ახლა ჩემს შვილებს აღარ ჰყავთ მამა. მას რომ ჰგონია თავად უძლებს და მართავს თავის დაავადებას, ჩემი მეუღლე შეიწირა ვიღაცის დაუდევარობამ. მეც ვუჩივლებ ვიზეც გავიგებ, რომ გარეთ დადის”, - ნათქვამია კომენტარში. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეჯერ კიდევ 10 აგვისტოს საუბრობდა ამ პრობლემაზე. იგი აცხადებდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირების ნაწილი საქალაქო ტრანსპორტითაც სარგებლობდა, რომელიც მაშინ შეზღუდული ჯერ კიდევ არ იყო. „მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას”, - წერს სტატიის ავტორი.
“კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, რომ 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაცია, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას”, - აღნიშნავს ცერცვაძე, რომლის განმარტებით, “თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი”, - დასძენს სტატიის ავტორი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისრაელში, იერუსალიმის სამხრეთით, უდაბნოში, მკვლევართა ჯგუფმა უძველესი და უნიკალური ბიბლიური გრაგნილის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ისრაელში აღმოჩენას ისტორიულს უწოდებენ და მეცნიერთა განცხადებით, სავარაუდოდ, ნაწერი 2 000 წლის წინ უნდა იყოს შესრულებული.
ბიბლიური გრაგნილის ფრაგმენტებთან ერთად აღმოჩენილია სხვა სიწმინდეებიც და ასევე უძველესი მონეტები (ჯერჯერობით იკვლევენ, თუ რამდენი წლის წინანდელია აღნიშნული მონეტები).
პერგამენტის გრაგნილი ბიბლიური ტექსტით ათობით ნაწილადაა დანაწევრებული და მასზე დაწერილია ბერძნული ანბანით, მხოლოდ ღმერთის სახელი წერია ებრაულ ენაზე.
როგორც BBC წერს, მიიჩნევა, რომ გრაგნილი ებრაელ მეამბოხეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც მეორე საუკუნეში რომაელთა მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ გაიხიზნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულს, სადაც უძველესი ბიბლიური გრაგნილის ფრაგმენტები იპოვეს, "ჯოჯოხეთის გამოქვაბულს“ უწოდებენ. ეს სახელი აღნიშნულ ადგილს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შეერქვა.
სწორედ იმ პერიოდში გამოქვაბულში 40 ჩონჩხი იპოვეს. საყურადღებოა, რომ ამჯერად 80 მეტრის სიღრმეზე მოუწიათ ექსპედიციის მონაწილეებს ჩასვლა - საიდუმლო მღვიმე სწორედ ასეთ სიღრმეზე იყო და იქ ჩაღწევა ჩვეულებრივი შესაბამისი ტექნიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ახლად აღმოჩენილი ნაშთები შეიცავს ფრაგმენტებს 12 წინასწარმეტყველის წიგნიდან.
ისრაელის სიძველეთა სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იქ ნაპოვნი სიწმინდეები კაცობრიობისთვის განუზომელი ღირებულებისაა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ აღმოჩენილი უნიკალური ნიმუშების შესწავლა მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები
(1)
ტვინის ბურღვას თავი დაანებე! იცოდე, უფლისგან მოგეკითხება!