"სათანადოდ არ დამიფასდა თოჯინების თეატრის მოხატვა" - რაზე წუხს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე?
"ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე, მთელი ცხოვრება ხელოვნება ჩემთანაა და მე ხელოვნებასთან" - ამბობს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე. იგი თვლის, რომ მისი შემოქმედება არ დააფასეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, აპირებს სულ ხელოვნებას ემსახუროს...
- სათანადოდ არ დამიფასდა თოჯინების თეატრის მოხატვა, ასე ჩათვალეს საჭიროდ. არავინ იცის ჩემი მოხატული რომ არის, თუ შინაურულად მე არ ვიტყვი ვინმეს... ჯერ პირველად ორი თვე, შემდეგი ოთხი თვე ვიმუშავე. მთელი ჩემი გული და ენერგია ჩავდე, ბავშვები რომ გამეხარებინა და ასეც არის. მომავალ თაობას დაუტოვე, რაც შევძელი. მახსოვს ჩემი შვილი, ჩემი თამრი როგორ ელოდებოდა რომ გამეხარებინა... ესკიზების გარეშეა გაკეთებული ექსპრომტად, მე სულ ასე ვქმნი.
არ უნდოდათ ჩემი წარმოჩენა, საერთოდ ამხელა ნაშრომს ავტორი თუ ჰყავს. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩემი შემოქმედების, ნაშრომის არ დაფასება. არ შეიძლება ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ რემონტად... ახალი დარბაზის გახსნაზე, პრეზენტაციაზე არც კი დამიძახეს... უბრალოდ იამაყე, რომ თეატრში შენი მხატვრობა არისო. პატრიოტი ადამიანი ვარ, როცა ეროვნული მოძრაობა იყო, როგორც ყველა პატრიოტი, გულანთებული სტუდენტი მეც იქ ვიდექი ქვეყნის გვერდით... ახლა კი ერთადერთი იმისი ძალა შემწევს, რომ დავრჩე ხელოვნებაში, მიუხედავად ყველაფრისა, რაც გული მატკინეს...
- ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე, მთელი ცხოვრება ხელოვნება ჩემთანაა და მე ხელოვნებასთან...
დავიბადე ქალაქ თბილისში.. 24 საშუალო სკოლა დავამთავრე, სადაც გაიმართა პირველი პერსონალური გამოფენა, პირველი ნაბიჯები მხატვრობასთან. 1992 წელს ჩავირიცხე იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში განვაგრძე... მასობრივი სანახაობის, მხატვარ სცენოგრაფის განხრით სწავლის პერიოდში აქტიურად ვმოღვაწეობდი... 1997 წელს გაიმართა ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა გალერეა "ათინათში“ 2000 წელს კულტურის ინსტიტუტი დავამთავრე, სადიპლომო ნამუშევრით თემაზე "ბერიკაობა.. იხილეთ სრულად