"ვარსკვლავი საქართველოდან..." - ნინი ბრეგვაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და აღფრთოვანებული ამერიკელები
ქართული "იქს ფაქტორის" მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ამერიკული "ვოისის" მონაწილეა. საოცარი შოუ, რომელიც ქართველმა დადგა, გუშინ "ენბისის" ეთერში მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.
ნინომ "ვოისში" შთამბეჭდავად იმღერა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა.
"ჩვენი მწვრთნელები აბსოლუტურად გაოცებულები არიან" - წერია "ვოისის" გვერდზე.
ნინის შთამბეჭდავ გამოსვლა უამრავი ქართველი, და მათ შორის უამრავი ამერიკელი აკომენტარებს, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან.