"სისხლიანი ოქრო" აფრიკიდან - როგორ მოაქვს "ვაგნერს" კრემლისთვის მილიარდები?
აფრიკის ქვეყნებში მოპოვებულმა და საერთაშორისო ბაზრებზე გათეთრებულმა ოქრომ რუსეთის სახელმწიფოს ომის წარმოებისთვის მილიარდობით დოლარი მოუტანა. ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრის მკვლევართა ჯგუფის, The Blood Gold-ის ("სისხლიანი ოქროს“) აფრიკულ-ევროპული ურთიერთობების დარგის ექსპერტი, ჯესიკა ბერლინი ავრცელებს.
მკვლევარები დეტალურად აღწერენ "PMC Wagner"-ის დაფინანსების მეთოდს; "საერთაშორისო ფრანგული რადიოს" (RFI) ინფორმაციით, "ვაგნერი“ აფრიკის ქვეყნებიდან ფინანსდება.
ამჟამად მალიში დაახლოებით 1000 რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. ისინი ჯიჰადისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად და მმართველი სამხედრო ხუნტას დასაცავად თვეში, ნაღდი ფულის სახით, 10,8 მილიონ დოლარს იღებენ. იხილეთ სრულად