"ჩემი მთავარი სურვილია, საქართველო იყოს თავისუფალი და ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა " - გაიცანით მხატვარი, რომლის შემოქმედებამაც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მეტამორფოზა განიცადა | Allnews.Ge

"ჩემი მთავარი სურვილია, საქართველო იყოს თავისუფალი და ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა " - გაიცანით მხატვარი, რომლის შემოქმედებამაც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მეტამორფოზა განიცადა

"მხატ­ვრო­ბა ჩემ­თან ად­რე­ულ ასაკ­ში მო­ვი­და. რაც ჩემი ცნო­ბი­ე­რი ცხოვ­რე­ბა მახ­სოვს, ის ჩემ­თან ყო­ველ­თვის იყო. შემ­დეგ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­იხ­ვე­წა, გან­ვი­თარ­და. თა­ვი­სი ევო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი გა­ი­ა­რა და ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და,“ - გვე­უბ­ნე­ბა მხატ­ვა­რი და პო­ე­ტი გი­ორ­გი დუნ­დუა, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა. თუ რა გზა გან­ვლო აქამ­დე, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია მას­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ტე­ხილ­მა ტკი­ვილ­მა და რა არის მისი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი, ამას Ambebi.ge-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

undua1-47753-1713947719.jpg

გი­ორ­გი დუნ­დუა:

- ჩემი მხატ­ვრო­ბის ფორ­მი­რე­ბა სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ხდე­ბო­და. ამ­ჟა­მად უფრო აბ­სტრაქ­ტუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მაქვს. მა­ნამ­დე იყო გრა­ფი­კა, აკ­ვა­რე­ლი, ანი­მა­ცია, ფერ­წე­რა.

ეს ჟან­რე­ბი ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნეთს ცვლი­და. სა­ბო­ლო­ოდ კი აბ­სტრაქ­ცი­ამ­დე მი­ვი­და, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. აბ­სტრაქ­ტუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი არის ამო­უ­წუ­რა­ვი, დიდი ფან­ტა­ზი­ის და ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის უნარს გაძ­ლევს.

poto6-48086-1713947737.jpg

მხატ­ვრო­ბა ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფაა. ყო­ველ დღე ვმუ­შა­ობ, სა­ხე­ლოს­ნო­ში დავ­დი­ვარ. ასე­ვე წე­რაც ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფაა და ორი­ვე ერ­თმა­ნეთს ავ­სებს. მეხ­მა­რე­ბა პრო­ცეს­ში, რომ შე­იქ­მნას ის, რაც ჩემი სი­ტყვის თუ ფიქ­რის გა­მო­ძა­ხი­ლი იქ­ნე­ბა.

- 20 წელი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­დით. რა იყო თქვე­ნი იქ გამ­გზავ­რე­ბის მი­ზე­ზი?

- რა­ტომ­ღაც ასე იყო, ბავ­შვო­ბი­დან გერ­მა­ნია და გერ­მა­ნუ­ლი ენა იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი იქ, სა­დაც შემ­დეგ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­წყვი­ტე. თან ისე მოხ­და, რომ ჩემი გერ­მა­ნე­ლი მე­უღ­ლე ან­თიე აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, რა­ღაც პე­რი­ო­დი თბი­ლის­შიც ვი­ცხოვ­რეთ, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვე­დით სას­წავ­ლებ­ლად.

10 წელი ჰამ­ბურ­გში და ათი წელი ბერ­ლინ­ში ვცხოვ­რობ­დით.

poto2-48010-1713947786.jpg

- და 20 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა ყველ­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია. თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი თავს, სულ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. გერ­მა­ნია არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მომ­ცა დიდი ძალა - ვიყო ის, ვინც ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­რუ­ნე­ბას, დგე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა წლე­ბის შემ­დეგ გინ­და, შენ ქვე­ყა­ნა­შიც ხატო და შექ­მნა, გა­ა­კე­თო, ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლად ისა­უბ­რონ, აქაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იცხოვ­რონ. ეს ერ­თგვა­რი გა­დატ­ვირ­თვა­ცაა. არ ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ დავ­ბრუნ­დი. იხილეთ სრულად

ავტორი: ლალი ფაცია

myquiz