რას ამბობენ არქეოლოგები პეტრას ციხეში ნაპოვნ არტეფაქტებზე და რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა? | Allnews.Ge

რას ამბობენ არქეოლოგები პეტრას ციხეში ნაპოვნ არტეფაქტებზე და რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა?

აჭა­რა­ში პეტ­რას ციხე დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს და ამ კუ­თხით მას ვი­ზი­ტო­რი არას­დროს აკ­ლია. ის აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია. გა­სულ კვი­რას მეც გახ­ლდით იქ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის მოწ­მე გავ­ხდი.

პეტ­რას ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ე­პის­კო­პო­სო ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კის ფი­ლე­ბი.

ამ არ­ტე­ფაქ­ტებს წლე­ბის წინ მი­აკ­ვლი­ეს, თუმ­ცა მისი ამო­ღე­ბა და კონ­სერ­ვა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა.

petra3-43346-1722156019.jpeg

ცოტა ხნის წინ კი აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს - მო­ზა­ი­კის ახა­ლი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც V-VI სა­უ­კუ­ნის ნა­მუ­შევ­რად მი­იჩ­ნე­ვა. მო­ზა­ი­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ვაზი და ამ­ჟა­მად მისი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გაწ­მენ­დის შემ­დეგ სა­ა­გენ­ტო მო­ზა­ი­კას პეტ­რას ცი­ხის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტანს. ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, პეტ­რა-ცი­ხის­ძი­რის, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი თა­ვა­მა­იშ­ვი­ლი სწო­რედ იქ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გვე­სა­უბ­რა:

petra11-44201-1722156050.jpeg

- მო­ზა­ი­კა ფრაგ­მენ­ტუ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და არ არის ერთი მთლი­ა­ნი ნა­ხა­ტი, რო­მელ­საც რა­ღაც სი­უ­ჟეტს და­არ­ქმევ. ეჭვი მაქვს, რომ უფრო ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დის უნდა იყოს. ასე­ვე ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ მო­ზა­ი­კა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის იყოს. აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ ის უფრო სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო შეს­წავ­ლი­ლი და ჩვე­ნი პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი, მო­ზა­ი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. მას რეს­ტავ­რა­ცია და გარ­კვე­ულ­წი­ლად, კონ­სერ­ვა­ცი­აც ჩა­უ­ტარ­დე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მნახ­ვე­ლე­ბის­თვის მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სდეს. თუმ­ცა ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მო­ზა­ი­კაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სიღ­რმი­სე­უ­ლად კი­დევ საკ­ვლე­ვია. იხილეთ სრულად