31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
21.12.2017 / 06:12
შრიფტის ზომა:

გიორგი კვირიკაშვილი - ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

გიორგი კვირიკაშვილი - ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა

ოპოზიციამ შეძლო, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. ნამდვილად ვნანობ ამას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს. სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა.

გიორგი კვირიკაშვილი გინების გამო ბოდიშს იხდის - "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარი ინციდენტის დეტალები

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მე ნამდვილად ვნანობ ამას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა. სამწუხაროდ, მათ ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთელ ვუხდი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დაპირისპირება გუშინ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზე საკონკურსოდ შეირჩა - რის შესახებაა "ანტიკვარიატი" და რა სკანდალი მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალზე? | Allnews.Ge

ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზე საკონკურსოდ შეირჩა - რის შესახებაა "ანტიკვარიატი" და რა სკანდალი მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალზე?

2025 წელს ოს­კა­რის რი­გით 97-ე ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­კონ­კურ­სო ფილ­მი რე­ჟი­სორ რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის "ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი" იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს.

მა­თი­ვე, ფილ­მი. კი­ნო­ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით დად­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა."ხმე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ჟი­უ­რის ოთხმა წევ­რმა ხმა დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილმ "აპ­რილს” მის­ცა, ხოლო ხუთი ხმით კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის ფილ­მი გახ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­დან "ოს­კარ­ზე“ წარ­სად­გე­ნი ფილ­მი შე­არ­ჩია, და­კომ­პლექტდა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლი (კულ­ტუ­რი­სა და კი­ნოს მკვლე­ვა­რი), ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვა (პრო­დი­უ­სე­რი), ედ­მონდ მი­ნაშ­ვი­ლი (პრო­დი­უ­სე­რი), ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი (ფი­ლო­სო­ფო­სი), ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია (კი­ნომ­ხატ­ვა­რი), ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე (პრო­დი­უ­სე­რი), გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე (რე­ჟი­სო­რი), ბა­ჩა­ნა ოდი­შა­რია (კი­ნო­ცენ­ტრის ფილმწარ­მო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი) და გი­ორ­გი ცხვე­დი­ა­ნი (კი­ნო­ცენ­ტრის კი­ნო­ექ­სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­ცრო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი)", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

the-antique-38796-1726211071.jpeg

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს, რად­გან მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ ოს­კარ­ზე სა­კონ­კურ­სოდ დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მი გა­იგ­ზავ­ნე­ბო­და, მით უფრო იმ ფონ­ზე, რომ კი­ნო­სუ­რათ­მა ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზიც მი­ი­ღო.

რა ვი­ცით რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის "ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის" შე­სა­ხებ?IMDB-ის ბი­ხედ­ვით, ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს ქარ­თვე­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტის, ლა­დოს ამ­ბავს, რო­მელ­საც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ან­ტიკ­ვა­რე­ბი გა­და­აქვს. ან­ტიკ­ვა­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ში კი ემიგ­რანტ მე­დე­ას ხვდე­ბა. მათი ცხოვ­რე­ბა კონ­ტრა­ბან­დის, გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლი­სა და ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რის ფონ­ზე იკ­ვე­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ცნო­ბით, ფილ­მი აღ­წერს 2006 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ქარ­თველ­თა მა­სობ­რივ უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ას; ფილ­მი ასე­ვე მოგ­ვი­თხრობს ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტე­ბის იმე­დებ­სა და მის­წრა­ფე­ბებ­ზე უც­ნობ სამ­ყა­რო­ში. იხილეთ სრულად