საზოგადოება
20.03.2018 / 12:03
შრიფტის ზომა:

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს "მოთამაშის ცნობის" წარდგენა მოუწევთ

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს "მოთამაშის ცნობის" წარდგენა მოუწევთ

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაუჩნდეთ იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ არიან.

ამის შესახებ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.

როგორც BPN.GE წერს, საუბარია, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლითაც სფეროს რეგულირება უნდა მოხდეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ვფიქრობთ, რომ როგორც ე.წ. ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაა საჭირო საჯარო სექტორში დასაქმებისას, ასევე სავალდებულო უნდა იყოს შესაბამისი ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული. კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს მოთამაშეთა რეესტრის შექმნას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს სივრცეში აზარტულ თამაშებს ითამაშებს, დარეგისტრირება მოუწევს. ხოლო ის პირები, ვინც ამ რეესტრში არ იქნება რეგისტრირებული, საქართველოს სივრცეში ლეგალურად ვერ ითამაშებს. სწორედ ამ რეესტრიდან მოუწევთ ცნობის წარდგენა საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ მკაცრი მოთხოვნა არსებობდეს, რათა მათ მოთამაშეთა რეესტრში თავი შეიზღუდონ და ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ჩართვის საშუალება არ ჰქონდეთ," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა არა 21 წლის, არამედ 22 ან 23 წლის პირებს ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქვიზი: ხარ თუ არა X კლასელზე უფრო ჭკვიანი? | Allnews.Ge

ქვიზი: ხარ თუ არა X კლასელზე უფრო ჭკვიანი?

ზოგადი განათლების ქონა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელი და სასარგებლოა იმის მიუხედავად თუ რომელ სფეროში ხართ დასაქმებული.

დღევანდელ ქვიზში გთავაზობთ კითხვებს, რომელიც დაგეხმარებათ იმის დადგენაში ხართ თუ არა X კლასელზე უფრო ჭკვიანი.

დაიწყე ქვიზი

myquiz