EU 25 ივნისს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მწვანე შუქს აუნთებს უკრაინასთან გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ამ ზაფხულს. გამოცემას ხუთი დიპლომატი ანონიმურად ესაუბრა. მათი თქმით, ევროკავშირი 25 ივნისს (ევროპული საბჭოს სამიტის თარიღი) უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
გამოცემის ცნობითვე, ისევე როგორც დეკემბერში, ახლაც უკრაინისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია.