საზოგადოება
16.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

ზამთრის კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ

ზამთრის კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ

ბოლო წლებია ზამთრის კომუნალური ვაუჩერით თბილისის მოსახლეობა სარგებლობდა, თუმცა მიმდინარე წელს ვაუჩერით სარგებლობას ყველა ვეღარ შეძლებს.

2016 წლის დასაწყისში თბილისის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომუნალური სუბსიდიის დაფინანსება შემცირდა.

როგორც Allnews.ge-ს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ წელს კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"2016 წლის იანვრიდან თბილისის ბიუჯეტში განისაზღვრა, რომ მიმდინარე წლის ზამთარში კომუნალურ სუბსიდიას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, 200 000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული მოსახლეობა. ამ პროგრამას ჰქვია კომუნალური სუბსიდირების პროგრამა, არის მიზნობრივი და განკუთვნილია სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის.

პროგრამა 5 თვეზეა გათვლილი - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი. ამ წელს დარჩენილია ნოემბერი და დეკემბერი და შესაბამისად, ამ ორ თვეში კომუნალური სუბსიდია ერიცხებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ კატეგორიას. ამ ოჯახებს აბონენტის ნომერზე დაერიცხებათ კომუნალური სუბსიდია კომუნალური გადასახადების - წყლის, დასუფთავების და ელექტროენერგის გადასახდელად.

ვინც ფიქრობს, რომ ეს დახმარება სჭირდება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც გაივლიან რეგისტრაციას, იქ შეამოწმებენ ამ ოჯახებს და თუ ეკუთვნით, მათ მიანიჭებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს", - განაცხადეს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.

რაც შეეხება თბილისის 2017 წლის ბიუჯეტს, ის ჯერ დამტკიცებული არ არის, როგორც მერიაში აცხადებენ, კომუნალური სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა ის არის მიზნობრივი და შეეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

თეა ბეჟიტაშვილი

მკითხველის კომენტარები
(6)

ხოხ!
30 მარტი , 2017 16:03

ადვოკატის განცხადებით საზოგადოებისთვის საშიში არააო,და ერთი აგვიხსნას,წინა ადვოკატიც იგივეს ამბობდა?..იმ ბავშვს სიცოცხლე მოუსწრაფა,დამთავრდა მისი ცხოვრება და სხვაც რომ არ გაუბედურდეს,ამიტომაა უმძიმესი სასჯელის ღირსი,ყველა ვინ დამნაშავეა ავტოავარიაში.

დაა
27 მარტი , 2017 19:03

ეს სურათი ზაფხულშია გადაღებული,მანქანა X5-ია და არა სედანი ბმვ-ბი, რომელებიც ტრაგედიის მიზეზი გახდა,და საერთოდ მგონი საქართველოც არაა...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ | Allnews.Ge

ადგილები, სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ

მსოფლიოში არის არაერთი ქალაქი და სოფელი, სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ადგილების მიტოვება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებმა განაპირობა. ერთდროს ხალხმრავალი დასახლებები დღეს მოჩვენებების ადგილებად იქცა. გთავაზობთ მიტოვებული ადგილების მოკლე ისტორიებს.

1. ქაიაქოი, თურქეთი - ეს ქალაქი 1923 წელს მიატოვეს. ახლა ის შემზარავ ადგილადაა ქცეული. ქალაქში არსებული მიტოვებული შენობები ძირითადად ბერძნულია. აქ ერთ დროს სწორედ ბერძნები ცხოვრობდნენ, 1919-1921 წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის ომის დროს კი ქალაქი ბერძნებისგან დაიცალა. დრეს იგი ქალაქ მუზეუმს წარმოადგენს და მას მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ. თუმცა, როგორც რამდენიმე წლის წინ მთავრობამ განაცხადა, იგეგმება ამ ქალაქის ხელახლა აშენება.

2. კრაკო, იტალია

ეს ქალაქი სასოფლო-სამეურნეო პირობების გაუარესების, 1963 წელს მეწყერის ჩამოწოლის, 1972 წელს წყალდიდობის, 1980 წელს კი მიწისძვრის შედეგად დაიცალა. დღეს სამხრეთ იტალიაში შემაღლებულ ადგილას მდებარე ეს პატარა ქალაქი დაუსახლებელია. აქ ხშირად იღებენ ფილმებს.

3. კოლმანსკოპი, ნამიბია

ეს ქალაქი ლიუდერიცის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1908 წელს ბრილიანტი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაიწყო სახლებისა და სხვა დაწესებულებების მშენებლობა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქალაქში ბრილიანტის მარაგი ამოიწურა, რის გამოც მისი მიტოვება დაიწყეს. 1954 წელს კი ქალაქი მთლიანად დაიცალა. ახლა იგი ტურისტებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

4. ორადურ სიურ-გლანი, საფრანგეთი

1944 წლის 10 ივნისს, ეს სოფელი ფაშისტების მიერ განადგურდა, იქ მცხოვრები 642 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები მოკლეს. მოგვიანებით, ქალაქთან ახლოს ახალი სოფელი აშენდა, თავად ყოფილი სოფელი კი მთავრობის გადაწყვეტილებით მუზეუმად და მემორიალად იქცა.

5. ვილია-ეპეკუენი, არგენტინა

ეს ქალაქი 1985 წელს დაიტბორა, რის შემდეგაც იგი მოსახლეობამ დატოვა. მას შემდეგ ეს სოფელი დაუსახლებელია.

6. ბელჩიტე, ესპანეთი

ეს ქალაქი ესპანეთის პროვიცია სარაგოსაში მდეარეობს იგი 1937 წელს გენერალ ფრანკოს ჯარებისა და ესპანეთის რესპუბლიკურ არმიას შორის ბრძოლის ცხელ წერტილად იქცა. სწორედ აღნიშნული დაპირისპირების დროს დაინგრა იგი და მოსახლეობისგანაც დაიცალა. დღეს იგი ნანგრევებადაა ქცეული და მას ერძთგვარი მემორიალის სტატუსი აქვს.

7. პრიპიატი, უკრაინა

ეს ქალაქი 1970 წელს ააგეს, იგი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარობს და მისი მოსახლეობა ერთ დროს 50 000-ს შეადგენდა. თუმცა, იგი 1986 წელს ბირთვული კატასტროფის შედეგად დაიცალა. სკოლის, საავადმყოფოს, საცურაო აუზის და სხვა დაწესებულებების შენობები კი თავისი ინვენტარით კვლავ ხელუხლებელია.

8. ჰოლსენდსი, დიდი ბრიტანეთი

ეს სოფელი დიდ ბრიტანეთში, დევონის საგრაფოში მდებარეობს. იგი კლდეებსა და ზღვის ნაპირს შორის არის მოქცეული. 1900 წელს ამ სოფლის ერთი ნაწილი ზღვამ წაიღო, 1917 წელს კი ძლიერმა ქარმა და ზღვის მოქცევამ ეს სოფელი დაუსახლებელი გახადა.

9. ჰამბერსტოუნი, ჩილე

კალიუმის ნიტრატით მდიდარი ეს ქალაქი მე-19 საუკუნეში ყვაოდა. მე-20 საუკუნეში კი მისი დიდება თანდათან შემცირდა. ხოლო 1960 წელს, იგი მოსახლეობამ სრულიად მიატოვა. იგი მოგვიანებით იუნესკო-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლია.

10. ვაროშა, კვიპროსი

ეს ქალაქი 1970-იან წლებში კვიპროსში თურქეთის შეჭრის შემდეგ დაუსახლებელ ადგილად იქცა. ქალაქიდან მოსახლეობა გაიქცა და აღარასდროს დაბრუნებულა. ქალაქში დღემდეა შემორჩენილი სასტუმროები და მაღალი შენობები.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით