
სალაშქრო სეზონი იწყება. ტყიბულის რაიონში, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე დღეს, სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი გაიმართება. ცერემონიალს დაესწრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.
სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
"მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიზანია საქართველოში მოხდეს ლაშქრობის პოპულარიზაცია და სალაშქრო სეზონის გახსნა ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მისი მიმდინარეობისას კლუბების წევრები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ერთად ადგენენ მომავალი ლაშქრობების გრაფიკს. ეცნობიან სხვა ფედერაციების თუ სააგენტოების საქმიანობას, რაც ხელს უწყობს სალაშქრო და ტურისტული სერვისების გაერთიანებას და განვითარებას. მონაწილეები კავდებიან სალაშქრო, სპორტული თუ უბრალოდ გასართობი აქტივობებით, რაც ხდება ჯანსაღ გარემოში სასიამოვნო ატმოსფეროს ფონზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დასწრება თავისუფალია და წინასწარი მონაცემებით 1500-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. მათ შორის წარმოდგენილი იქნებიან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბები, დამწყები და მოყვარული მოლაშქრეები, ჯომარდის ფედერაცია, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია და სხვა. ადგილზე მოეწყობა თემატური ბანაკები მსურველთათვის, სხვა და სხვა სახის გასართობი თამაშები და ღონისძიებები:
23 აპრილს ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო რალი, სხვა და სხვა ტიპის შეჯიბრებები, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გამართავს საჩვენებელ თამაშს, სადაც მსურველები შეძლებენ მოსინჯონ თავიანთი ძალები და შეისწავლონ ამერიკული ფეხბურთის წესები. ჯომარდის ფედერაცია მსურველებს მისცემს საშუალებას გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ჯომარდობაში. ბანაკი გაფორმდება ელექრონული მუსიკით, საღამოს გაიმართება სალაშქრო რალიში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვება, რის შემდეგაც დაიწყება კონცერტი, სადაც დაუკრავენ ქართული ბენდები: JETBIRD, ASEA SOOL, MELOW YELOW", - ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სალაშქრო სეზონი იწყება. ტყიბულის რაიონში, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე დღეს, სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი გაიმართება. ცერემონიალს დაესწრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.
სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
"მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიზანია საქართველოში მოხდეს ლაშქრობის პოპულარიზაცია და სალაშქრო სეზონის გახსნა ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მისი მიმდინარეობისას კლუბების წევრები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ერთად ადგენენ მომავალი ლაშქრობების გრაფიკს. ეცნობიან სხვა ფედერაციების თუ სააგენტოების საქმიანობას, რაც ხელს უწყობს სალაშქრო და ტურისტული სერვისების გაერთიანებას და განვითარებას. მონაწილეები კავდებიან სალაშქრო, სპორტული თუ უბრალოდ გასართობი აქტივობებით, რაც ხდება ჯანსაღ გარემოში სასიამოვნო ატმოსფეროს ფონზე.
დასწრება თავისუფალია და წინასწარი მონაცემებით 1500-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში. მათ შორის წარმოდგენილი იქნებიან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბები, დამწყები და მოყვარული მოლაშქრეები, ჯომარდის ფედერაცია, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია და სხვა. ადგილზე მოეწყობა თემატური ბანაკები მსურველთათვის, სხვა და სხვა სახის გასართობი თამაშები და ღონისძიებები:
23 აპრილს ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო რალი, სხვა და სხვა ტიპის შეჯიბრებები, ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გამართავს საჩვენებელ თამაშს, სადაც მსურველები შეძლებენ მოსინჯონ თავიანთი ძალები და შეისწავლონ ამერიკული ფეხბურთის წესები. ჯომარდის ფედერაცია მსურველებს მისცემს საშუალებას გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ჯომარდობაში. ბანაკი გაფორმდება ელექრონული მუსიკით, საღამოს გაიმართება სალაშქრო რალიში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვება, რის შემდეგაც დაიწყება კონცერტი, სადაც დაუკრავენ ქართული ბენდები: JETBIRD, ASEA SOOL, MELOW YELOW", - ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარები
(0)