დელი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქზე
დელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება. დღევანდელი დელის ადგილას პირველი დასახლება ინდრაპრასტხა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით თარიღდება.
დიდი მოგოლების იმპერიის დაშლის და სიპაების აჯანყების სემდეგ, ქალაქი ინგლისელების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც ქალაქის ახალი ნაწილი ნიუ დელი აააშენეს.
ქალაქი ინგლისელი არქიტექტორის ედვინ ლაჩენსის პროექტითაა აშენებული. ინდოეთის ღირშესანიშნაობები სხვადასხვა რეგიონებშია გაბნეული, მაგრამ ინდოეთის დედაქალაქში ის ყველაზე მეტია.
1. ლოტოსის ტაძარი ახალი რელიგიის ბახაის საკულტო ნაგებობაა, რომელიც 1978—1986 წლებში აშენდა. თეთრი მარმარილოს ტაძარს 27 ფურცლიანი ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვსდა მისი ცენტრალური დარბაზი ერთდროულად 1300კაცს იტევს.
ტაძრის დიამეტრი 75 მეტრი, ხოლო სიმაღლე 31 მეტრია. ეს შენობა კანადელი არქიტექტორის, ფარიბორზა სახბას პროექტითაა აგებული და სტრუქტურული იმპრესიონიზმის სტილშია გადაწყვეტილი.
2. ძველი დელის მთავარი მეჩეთი, რომლის შენებაც ტაჯმახალის აღმშენებლის შაჰ ჯახანეს დროს დაიწყო, 1656 წელს დასრულდა და ერთდროულად 25 ათასი კაცს იტევს. მისი ერთ-ერთი რელიკვია ირმის ტყავზე დაწერილი ყურანია. მეჩეთის მშენებლობაზე 5000 ათასი ადამიანი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.
2006 წლის აფეთქების დროს, მეჩეტში 1000 მლოცველი იყო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მეჩეთში არაფერი დაზიანებულა.
3. კუტაბ - მინარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთია, რომელსაც ინდოეთის მუსულმანი მმართველების რამდენიმე თაობა აშენებდა.
მინარეთი სხვადასხვა სტილშია ნაშენები და შუასაუკუნეების ინდურ-ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ნაგებობა შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
კუტაბ -მინარი სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ძეგლების დამაკავშირებელი ნაგებობაა.
ასე მაგალითად, რკინის უნიკალური გვირგვინი, რომელიც 7 მეტრის სიმაღლისაა და 6 ტონას იწონის გუპტის დინასტიის მეფის კუმარაგუპტა პირველის მიერაა აშენებული.
ეს დინასტია ჩრდილო ინდოეთს 320- 540 წლებში მართავდა.
მინარეთში ერთდროულად 3000 ადამიანს შეეძლო ყოფნა.
ნაგებობას არასწორი 8-კუთხედის ფორმა ჰქონდა, რამაც შემდეგში სათავე დაუდო ამ დინასტიის მიერ აგებული შენობების სტილს.
4. წითელი ფორტი ფორტიფიკაციული ნაგებობაა, რომელიც წითელი მარმარილოთი და კერამიკით მოპირკეთებული აგურითაა აგებული. ყოველწლიურად ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ ფორტიდან მიმართავს ინდოეთის მოსახლეობას.
5. აკშარდხამი მსოფლიოში ყველაზე დიდი ინდუისტური ტაძარია. კომპლექსი გადაჭიმულია 0,42 კვადრატულ კილომეტრზე და გინესის რეკორდების წიგნშია შესული.
ნახატებით დამშვენებული ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.
კომპლექსის ტერიტორიაზე ეკლესია მდებარეობს, რომელსაც 7000 ოსტატი აშენებდა. ტაძარი 234 კოლონითა და 20 000 სკულპტურითაა დამშვენებული.
8. ჰუმაიუნის სამარხი მოგოლური არქიტექტურის შედევრია.
შენობა ხუროთმოძღვრებმა საიდ მუხჰამადმა და მამამისმა მირაკ გიათჰუდინმა ააგეს, რომლებზეც, როგორც ჩანს, თემურიდების დროინდელი შენობების სტილმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია.
9. დელის ზოოპარკის შექმნის იდეა 1952 წელს გაჩნდა. ზოოლოგიური პარკის პროექტის დამუშავებას მთელი 7 წელი დასჭირდა.
მთავარ კონცეფციად კარლ ჰაგენბეკის, ველური ცხოველების კოლექციონერის იდეა მიიღეს, რომლის თანახამადაც ზოოპარკში ცხოველებისათვის არეალის გამოსაყოფად ბუნებრივი ბარიერები უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. როგორიცაა კლდეები, ჩანჩქერები და ტბები. დელის ზოოპარკის ოფიციალური გახსნა 1959 წლის 1 ნოემბერს შედგა, 1982 წელს კი მას ნაციონალური პარკის სტატუსი მიენიჭა
10. დელის პოპულარული ბაზარი ჩანდნი ჩოუკი ძველი შაჰჯაჰანაბადის მემკვიდრეობას ინახავს. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ შაჰ ჯაჰანმა ჩანდნი ჩოუკიმ დააარსა, რათა მის ქალიშვილს აქ შეძლებოდა საყიდლებზე სიარული.
ოდესღაც ბაზარს არხები ქსელავდა. ახლა არხები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ბაზარი დარჩა და ახლა აქ აზიის ყველაზე დიდი საბითუმო ბაზარია ყველანაირი საქონლის დიდი არჩევანით.
დელის ერთ-ერთი ძირითადი ღირსება მისი უნიკალური სამზარეულო და რესტორნებისა და ბარების დიდი არჩევანია.ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან დელიში საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანების წყალობით, ქალაქში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველანაირი ინდური კერძი, მათ შორის მარარაშტანური, ჰაიდერაბადური, პანჯაბური და ა. შ.
დავიწყოთ იმით, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა.
ინდოეთში ბევრი ვეგეტარიანელია, ამიტომაც ბევრ ბოსტნეულსა და ბრინჯს მოიხმარენ.
ცნობისთვის, ინდურ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი პარკოსნებს უკავიათ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიკანტური გემოს ძირხვენების მომზადებასაც.
ხორციან კერძებს მუსულმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისაგან ამზადებენ.
ინდოეთში, როგორც დანარჩენ აზიაში, მარჯვენა ხელი სუფთად ითვლება. ამ ხელით ჭამენ, ლოცავენ, იღებენ და აწოდებენ ნივთებს.
მარცხენა ხელი უწმინდურია, მას ინდოელები ჰიგიენური მიზნით იყენებენ. ფეხებიც სხეულის უწმინდურ ნაწილად თვლიან. არ შეიძლება ისე დაჯდე, რომ ფეხი ტაძრის ან ადამიანისკენ გქონდეს მიშვერილი. არც ის შეიძლება , ფეხით მიანიშნო ვინმეზე ან რამეზე. გახსოვდეთ ისიც, რომ ინდოეთში მიღებული არ არის პირადი ურთიერთობის დემონსტრირება,- კოცნა, ხელჩაკიდებული სიარული, მოხვევა ...ცოლ-ქმარს შორისაც კი.
რაც შეეხება ტანსაცმელს, სასურველია, ქალმა მხრები და ფეხები დამალოს, მოკლე კაბები და ქვედაბოლოები მიუღებელია. კაცებს ეკრძალებათ ყვითელი, ფორთოხლისფერი და თეთრი სამოსის ჩაცმა.
ხელის ევროპულ ყაიდაზე ჩამორთმევა, მხოლოდ კაცებს შორისაა მიღებული. სპირტიანი სასმელების მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში კატეგორიულად მიუღებელია და 5000 რუპიიანი ჯარიმით ანდა 3 თვემდე ციხით ისჯება. ქუჩაში დაუშვებელია ხელში სპირტიანი სასმელის ბოთლით სიარული.
სანიტარული წესების დაცვა ინდოეთში ძნელი არ არის. ქვეყანა არ შედის იმ სახელმწიფოების ნუსხაში, რომლებშიც მოსახვედრად ათასნაირი აცრაა საჭირო.
ავად რომ არ გახდეთ, რამდენიმე უბრალო წესი უნდა დაიცვათ:
ხშირად და გულდასმით დაიბანეთ ხელები, ახლადმომზადებული, თერმულად დამუშავებული კერძები მიირთვით.
უპირატესობა მიანიჭეთ ქარხნული წესით დამზადებულ სასმელებს. თავი შეიკავეთ ხილ-ბოსტნეულისაგან, რომლებსაც კანი არ ძვრებათ.
ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, სიკვდილამდე გემახსოვრებათ დელის ფერადოვანი პეიზაჟები, მისი სამლოცველოების თაღები, გუმბათები და სტუმართმოყვარე ინდოეთი, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა.