საზოგადოება
17.07.2017 / 07:07
შრიფტის ზომა:

როგორ უნდა იკვებოს 40 წელს გადაცილებულმა ადამიანმა - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

როგორ უნდა იკვებოს 40 წელს გადაცილებულმა ადამიანმა - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი იზრდება, რასაც პრევენციული ზომები უნდა დავუპირისპიროთ. ექიმები ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობისკენ მოგვიწოდებენ, თუმცა არსებობს სპეციფიკური რეკომენდაციები, რომლებიც მას შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რაც 40 წელს გადავაბიჯებთ.

ენდოკრინოლოგი ქეთევან ტაბატაძე გვირჩევს, რომ ამ ასაკიდან მარილისა და შაქრის მიღება მკვეთრად შევზღუდოთ. მისი თქმით, მარილი უჯრედში სითხის შეკავებას უწყობს ხელს, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ეს პრობლემებს უქმნით. გარდა ამისა, მარილიანი პროდუქტის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით სითხეს ვსვამთ, რაც ამ ტიპის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდებული არ არის.

რაც შეეხება ტკბილ პროდუქტებს, მათი მიღება 40 წლის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ

ხანშიშესული პირების ნაწილს ასევე ოსტეოქონდროზი ანუ ე.წ მარილების დაგროვება აწუხებთ, ამიტომ მათ მარილის მიღება აუცილებლად უნდა შეამცირონ, - "მარილის შეზღუვას რეკომენდაციას გულსისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტენზიისა და ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის ვუწევ," - განმარტავს მედიკოსი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ქეთევან ტაბატაძე ასევე განმარტავს, რომ ძალიან ცხარე და მჟავე საკვები კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად აისახება, - "მათი რაოდენობის დაბალანსება არამხოლოდ 40 წლის შემდეგ, არამედ ნებისმიერ ასაკში აუცილებელია," - დასძენს ენდოკრინოლოგი.

 საკვები, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს

ბევრი ჩვენგანი არამხოლოდ ტკბილ, არამედ მინერალურ გაზიან სასმელებსაც ხშირად მოიხმარს, რაც ენდოკრინოლოგის თქმით, მაღალი წნევით დაავადებული პირებისთვის მავენებელია.

გაზიან სასმელებს, თუნდაც ასეთი ტიპის მინერალურ წყლებს, ლიტრობით რომ სვამენ, ეს ყოვლად მიუღებელია.

მინერალური წყლები ტუტეს შეიცავს, შესაბამისად, მათი უკონტროლო რაოდენობით მიღება კატეგორიულად არ შეიძლება. დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2-3 ჭიქის მიღება სრულიად საკმარისია," - განმარტავს ექიმი.

საკვები, რომელთა უზმოზე მიღება არ შეიძლება

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ქეთევან ტაბატაძის თქმით, მათი მიღება ინდივიდუალურია, რადგან ზოგიერთ ჩვენგანს ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს, ზოგიერთ კი არა - "ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს და ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ მომრავლდა, მან რძის პროდუქტები უნდა აკრძალოს, თუმცა რძის პროდუქტები კალცს შეიცავს და ამიტომ ერთი ულუფა მაინც დღის განმავლობაში აუცილებელია. ზოგადად, ალერგიული ფონი მომრავლდა, ლაქტოზის აუტანლობა ზოგს ადრე ეწყება, ზოგს კი ცოტა გვიან და ამიტომ ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია," - აღნიშნავს მედიკოსი.

გარდა კვების დაბალანსებისა, ასაკის მატებასთან ერთად, ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია.

თერაპევტ სოფო ჩხეიძის განმარტებით, ასაკთან ერთად ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება და ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები ხდება, რაც დროთა განმავლობაში თავს უფრო აქტიურად, ტკივილით ისეთ არეებში იჩენს, როგორიც ზურგი, წელი, ხერხემალი, მალები და მუხლის სახსრების მიდამოა:

ზედმეტად აქტიური ვარჯიში ლიბიდოს აქვეითებს

"სწორედ ამიტომ ფიზიკური აქტივობა და მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ფეხით სიარული. ეს ყველასთვის სასარგებლოა, მაგრამ განსაკუთრებით 60 წლის ასაკის პირებმა საღამოობით ფეხით აუცილებლად უნდა იარონ არანაკლებ ერთი კილომეტრისა, თუ სხვა რაიმე პრობლემა არ აწუხებთ," - განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ ძვლის სიმკვრივის შესუსტების გამო ფიზიკური აქტივობის განსაზღვრისთვის ექიმს უნდა მივაკითხოთ.

სოფო ჩხეიძე ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით 50-დან 60 წლამდე ასაკში გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატულობს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადების განვითარებისა და უკვე არსებული დაავადების სწორად მართვისთვის ვარჯიში აუცილებელია:

"ფიზიკური აქტივობა მხოლოდ ამ დაავადებებისთვის არაა საჭირო. მოგეხსენებათ, ჭარბი წონა მხოლოდ წლოვანებასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს. იმისთვის, რომ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არ განვითარდეს, რომელიც მაგალითად, ათეროსკლეროზული დაზიანებების ხელშემწყობი გახდება,

ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით, ფეხით სიარული და ცურვა ძალიან მნიშვნელოვანია

ეს პროცესები გულსისხლძარღვთა, ძვალსახსროვან, სასუნთქი სისტემისა და თითქმის ყველა ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას აწესრიგებს," - აღნიშნავს თერაპევტი და დასძენს, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფაქტი და ინსულტი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და 35-40 წლის ასაკის მქონე პირებშიც გავრცელებულია.

რა დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი საზამთროს მიღებით

რაც შეეხება კვებას, ენდოკრინოლოგიცა და თერაპევტიც ჯანსაღი პროდუქტების შერჩევას გვირჩევენ. ქეთევან ტაბატაძის თქმით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა წყალი სწორად უნდა დავლიოთ, - "აუცილებელია, წყალი კვებამდე ნახევარი საათით ადრე მივიღოთ, ხოლო ულუფაზე წყლის დამატება არ შეიძლება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დღეში ოთხჯერადი კვებაა

ასევე, კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის ყველას ვურჩევ, რომ ფიზიკური აქტივობა გაზარდოს,"- განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ პაციენტების იმ ნაწილს, რომელთაც დიაბეტი აწუხებთ, ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ინსულინის მიღება ნაკლები დოზით მიღება უწევს.

რაც შეეხება პროდუქტებს, ექიმის თქმით, ძალიან სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, მწვანილი და ბოსტნეული, რომელიც დღის რაციონში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

თუ გვსურს, შუახნის ასაკშიც და შემდეგაც ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ჯანსაღად ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე უნდა დავიწყოთ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქვეყნები, რომლებიც 25 წლის წინ არ არსებობდნენ | Allnews.Ge

ქვეყნები, რომლებიც 25 წლის წინ არ არსებობდნენ

90-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო რუკაზე ახალი სახელწოდებები გაჩნდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ არ არსებობდა.

მონტენეგრო

მონტენეგრომ დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა. ეს პატარა ქვეყანა ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მონტენეგროში ულამაზესი პლაჟები და თბილი ზღვა, სუფთა მდინარეები და მთიანი პეიზაჟებია, მრავალრიცხოვანი კულტურული ძეგლები, რომელიც ისტორიის მოყვარულებისთვის აცილებელი სანახავია.

კოსოვო

რესპუბლიკა, რომელმაც სერბეთიდან დამოუკიებლობა 2008 წელს მოიპოვა და რომელიც 70-ზე მეტმა ქვეყანამ არ აღიარა. ომამდე კოსოვოში 1800-ზე მეტი მონასტერი იყო, რომელთაგან 200 მე-14 საუკუნით თარიღდებოდა. მათი უმეტესობა საომარი კონფლიქტების დროს განადგურდა.

სლოვაკეთი

1993 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სლოვაკეთის დედაქალაქი არ ჩქარობს მეგაპოლისად გადაქცევას. სლოვაკეთში შემონახულია ძველი ქალაქი, ტურისტებისთვის უამრავი ღირშესანიშნაობა კი დღემდე უფასოა.

სერბეთი

1990 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთი მეზობელ ხორვატიასა და სლოვენიაზე მეტად დახურული ქვეყანა გახდა მოგზაურებისათვის. ამჟამად ბელგრადი ევროპის ყველაზე ენერგიული ქალაქია, სადაც ღამის ცხოვრება წუთით არ ჩერდება.

ბოსნია და ჰერცოგოვინა

საუკუნეების მანძილზე სარაევო სხვადასხვა შერეული კულტურების ადგილი იყო. 1992 წელს რელიგიურმა უთანხმოებებმა საომარ კონფლიქტამდე მიიყვანა ქვეყანა, რომელიც 1995 წელს დასრულდა. სარაევო დღემდე სავსეა გვერდიგვერდ აღმართული მეჩეთებითა და სინაგოგებით. ქალაქის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობად ულამაზესი მოსტარის ხიდი ითვლება.

ყაზახეთი

ყაზახეთი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მიიღო, ძირითადად ნავთობის გაყიდვით ცხოვრობს. შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელის სახელი მოიპოვა.

 

BPN.GE