მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქები ზამთარში
წარმოგიდგენთ ქალაქებს, რომლებიც ზამთარში განსაკუთრებით ლამაზია:
10. სედონა (არიზონა, აშშ)
ქალაქი წითელი ქვიშაქვის რელიეფითაა ცნობილი, რომელიც ზამთარში თოვლით იფარება და ულამაზეს სანახაობას ქმნის. ტურისტები ქალაქს ხშირად სტუმრობენ, რადგან უჩვეულო შეფერილობის ნისლში საჰაერო ბურთით მოგზაურობა და დათოვლილი მიდამოს დათვალიერება შეუძლიათ.
9. ბანფი, (ალბერტა, კანადა)
ქალაქი მთლიანად მთებშია მოქცეული, რაც მას მიმზიდველს არამარტო ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ხდის. გარდა ულამაზესი დათოვლილი ხედებისა, ქალაქში უამრავი გასართობი საშუალებაა, კლდეზე ცოცვა, თხილამურებით ან ციგურებით სრიალი, ველოსიპედით სეირობა და სხვა. გარდა ამისა, ნახავთ ფეშენებელურ სასტუმროებსა და რესტორნებს, კაფეებს, მაღაზიებს, მუზეუმებს, რომლებიც კანადის კულტურას გაზიარებთ.
8. დუბლინი (ირლანდია)
ამ ცივ და თოვლიან ქალაქში ბევრი პაბი და თბილი კუთხეა, სადაც უგემრიელესი ლუდის მირთმევა შეგიძლიათ. დუბლინი ასევე ევროპის ულამაზეს ქალაქადაა აღიარებული.
7. ვენა (ავსტრია)
ეს ისტორიული ქალაქი ზამთარში უამრავ გასართობ აქტივობას გთავაზობთ. თუ ციგურებისა და ყინულის ნაკეთობების მოყვარულები ხართ, მაშინ საშობაო არდადეგები ნამდვილად ვენაში უნდა გაატაროთ.
6. ტრანსილვანია (რუმინეთი)
აქ მითიური ვამპირის, დრაკულას შესახებ ბევრ ისტორიას მოისმენთ, ნახავთ Bran Сastle-ს. ქალაქი სწორედ მათთვისაა, ვისაც მითიური და მკაცრი ადგილების ნახვა სურს.
5. პრაღა (ჩეხეთი)
პრაღა ულამაზესი ქალაქია, რომელიც ამ სეზონზე ჩასულ ტურისტებს ბევრ კულტურულ ღონისძიებას სთავაზობს.
4. ბერგენი (ნორვეგია)
ქალაქი ბუნების ხელშეუხებელი ნიმუშებითაა გარშემორტყმული, რაც ადგილს სოფლის იერსახეს აძლევს და ეკოლოგიური დაბინძურებისგან იცავს. ასევე, ულრიკენის მთის წვერიდან საბაგიროთი შეგიძლიათ დაეშვათ, რათა ქალაქს ზემოდან გადმოხედოთ და მისი მშვენიერება შეიგრძნოთ, შემდეგ კი აუცილებლად სპა ცენტრებს ესტუმრეთ.
3. ტოკიო (იაპონია)
ზამთარში ეს ქალაქი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რადგან საშობაო ნათურები ყველგან, ყველა დეკორაციას, ანათებს. ასევე ციგურებითა და თხილამურებით სრიალი, სნოუბორდინგი და სხვა გასართობები, რომლებიც გაინტერესებთ, თქვენს ხელთ იქნება. ტოკიოში ყველაფერია, რაც დიდმა ქალაქმა შეიძლება შემოგთავაზოთ.
2. ფრანქფურტი (გერმანია)
ქალაქში ძველი საშობაო მაღაზიებია, რომლებსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ასევე ბევრ ისტორიულ სანახაობას შეხვდებით, რომლებიც გაიძულებთ, რომ ამ ქალაქს კიდევ ბევრჯერ ესტუმროთ.
1. ნიუ იორკი (აშშ)
ამ ქალაქს არასდროს სძინავს, მათ შორის არც ცივ ზამთარში, როდესაც თოვლით იფარება და მკაცრი კლიმატი ქუჩაში გასვლის სურვილს გვიქრობს. მიუხედავად სიცივისა, ვერ მოითმენთ, რომ ცენტრალურ პარკს არ ესტუმროთ და ნიუ იორკის ყველაზე რომანტიკული, საშობაოდ მორთული ადგილები არ მოინახულოთ.