საზოგადოება
05.08.2020 / 09:08
შრიფტის ზომა:

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ექიმი და ბლოგერი, ზაზა თელია საინტერესო ცხრილს აქვეყნებს მათთვის, ვისთვისაც საკვების გაყინვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. რომელი პროდუქტი რამდენი ხნით იყინება - სწორედ ეს მონაცემებია დაზუსტებული ამ პოსტში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი - 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;

4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვე; დაჭრილი ყველი - 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;

6. ავოკადო - 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები - 6 თვე;

8. პური - გამომცხვარი - 1 თვე; არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;

9. რძე - 3 თვე;

10. კანფეტი - 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე. ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე"

მკითხველის კომენტარები
(2)

ნინონინო
26 დეკემბერი , 2016 05:12

სირხვილია ისეთი ტექსტების საჯაროდ გამოქვეყნება, სადაც ამდენი, სხვადასხვა სახის გრამატიკული შეცდომაა დაშვებული.

ვახო
25 დეკემბერი , 2016 15:12

აი, ხვალ მივფრინავდი და თქვენ გაიხარეთ, რომ ბარემ ახალი ამბებიც გავიგე ამ ქალაქზე. ვაი, თქვენს პატრონს?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ფაქტები, რომლებიც ნიუ-იორკის შესახებ აქამდე არ ვიცოდით | Allnews.Ge

ფაქტები, რომლებიც ნიუ-იორკის შესახებ აქამდე არ ვიცოდით

ნიუ-იორკი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, რომლის შესახებაც, შესაძლოა, ბევრი გასაოცარი ფაქტი არ იცოდეთ. Allnews.ge პლანეტის  პოპულარული ადგილის შესახებ გასაოცარ ფაქტებს წარმოგიდგენთ:

1. საიდუმლო მეტრო სადგური "ვალდორფ ასტორიას" ქვეშ

ნიუ-იორკის ყველაზე პოპულარული სასტუმრო, რომელსაც Empire State Building-ს უწოდებენ, "საიდუმლო" სადგურ Track 61-ის თავზე მდებარეობს. აღნიშნული სადგური აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის დროს აშენდა და სასტუმროში საიდუმლოდ შესვლისთვის იყენებდნენ.

2. გალერეა დიდ ცენტრალურ სადგურზე

მსოფლიოს ყველაზე გრძელ სარკინიგზო სადგურზე, "ოისტერის ბარისა და რესტორნის" გარეთ, თაღოვანი ჭერის ქვეშ, დიაგონალზე კუთხეებში დადგომის შემთხვევაში, აკუსტიკის საშუალებით, ორ ადამიანს შეუძლია, ჩურჩულით ნელა ისაუბროს, თუმცა ერთმანეთის ნათქვამი ყველა სიტყვა გაიგონოს.

3. კონი-აილენდი - ნახევარკუნძული ნიუ-იორკში

ნიუ-იორკი დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის მფლობელობაში იყო, 1800-იან წლებში იგი ინგლისელების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა, მოგვიანებით იგი ხიდის საშუალებით, ნიუ-იორკს დაუკავშირეს დაუკავშირეს.

4. თავდაპირველად, ჰოლივუდი ქვეყნის აღმოსავლეთით იყო

ამერიკული კინოინდუსტრიის გული ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეს დაფუძნდა. მთავარი კინო კომპანიები, Paramount Pictures-ის ჩათვლით, საქმიანობას ნიუ-იორკში ეწეოდნენ მანამ, ვიდრე 30-იან წლებში ჰოლივუდი კინოს ქალაქად გადაიქცეოდა.

5. ქალაქის საუკეთესო ხედის დანახვა Outlook Hill-იდანაა შესაძლებელი

"მმართვლების კუნძული" ის ადგილია, საიდანაც ნიუ-იორკი წარმოიშვა. წელს კი, ყოფილ სამხედრო ბაზაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა მთები, საიდანაც მანჰეტენის ჩათვლით, ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობის დანახვაა შესაძლებელი.

6. ველური ბუნება

ქალაქში ველური ბუნების ნახვაც შეგიძლიათ, რადგან ნიუ-იორკის პარკებში ათასობით სახეობის ცხოველი ბინადრობს. მოუსმენთ ჩიტების ჭიკჭიკს, შეხვდებით კურდღლებსა და კუებს, ირმებს...

7. ყველაზე დიდი სათვალთვალო ბორბალი

ჩვენ მას "ეშმაკის ბორბალსაც" ვუწოდებთ. ბორბლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა 2018 წლისთვის ის ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება, საიდანაც "თავისუფლების ქანდაკებასაც" კი ზემოდან გადახედავთ.

8. მიწისქვეშა პარკი

ქალაქის ყველა წარმატებასთან ერთად, მას 2021 წელს მიწისქვეშა პარკიც ექნება, რომელიც მანჰეტენის დასავლეთით მდებარეობს და მშენებლობა უკვე დაწყებულია. მას The Lowline ეწოდება. მისი ტერიტორია 1,5 აკრის ზომის იქნება და იქ უამრავი სახეობის მცენარე გაშენდება.

9. ჩინური უბნები

ჩინელი ემიგრანტები აქ პირველად 1800 წელს ჩამოვიდნენ და მას შემდეგ დამკვირდნენ. ამ ეტაპზე ნიუ-იორკში, დაახლოებით 150 000 ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს.

10. "პატარა ბრიტანეთი"

ჩინური უბნის გარდა, პატარა იტალია, პატარა საბერძნეთი და სხვა ქვეყნებიც თქვენს განკარგულებაშია, თუმცა "პატარა ბრიტანეთი," აქ მაინც ყველაზე პოპულარულია. გრინვიჩის გამზირზე, მანჰეტენის მეზობლად შეგიძლიათ ეზიაროთ ბრიტანულ კულტურას.

მომზადებულია "ტელეგრაფის" მიხედვით