როგორ აღნიშნავენ ზამთრის დღესასწაულებს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში
როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში ახალი წელი ერთი და იგივე სცენარით ვითარდება: ოლივიე, პრეზიდენტის მილოცვა, სურვილის ჩაფიქრება, ფოიერვერკი, საახალწლო შოუ და კომედიები.
რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს საკუთარი საახალწლო ტრადიციები და რიტუალები გააჩნია. ზოგიერთებს მისი ოჯახის წრეში შეხვედრა უყვარს, სხვებს კი მეგობრებთან ერთად გართობა ურჩევნიათ.
ანა-სოფია შეპერმანი, 18 წლის, გერმანია
შობას მთელი ოჯახი ბებიასთან მივემგზავრებით. ლამაზად ვიცვამთ და ხუთი საათისთვის ეკლესიაში მივდივართ. ამის შემდეგ სადღესასწულო სუფრასთან ვსხდებით, რომლის ცენტრშიც საშობაო ბატია - ეს ტრადიციული საშობაო კერძია ჩვენს ქვეყანაში.
მერე საჩუქრებს ვჩუქნით ერთმანეთს, რომელიც საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ დევს. ბოლოს, უბრალოდ ვსხედვართ და ერთმანეთს ვესაუბრებით, ან საახალწლო სიმღერებს ვმღერით. ეს ახლაა ასე...
როდესაც პატარა ვიყავი, ჩემთან თოვლის ბაბუა მოდიოდა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემი მეზობელი ყოფილა.
პატრიკ რეილი, 34 წლის, ირლანდია
ირლანდია კათოლიკური ქვეყანაა, ამიტომ მთავარი დღესასწაული ჩვენთან შობაა. ქუჩების და სახლების მორთვა ყოველთვის 8 დეკემბერს იწყება - ეს საშობაო პერიოდის დასაწყისად ითვლება. ტრადიციულ ნაძვის ხესთან ერთად, სახლებში აკვნები ჩნდება. ქუჩებს მთავრობა რთავს. დღესასწაულის დღეებში მთელ ქალაქში მუსიკა ისმის.
ირლანდიაში ყველაზე პოპულარული და ცნობილი საშობაო სიმღერა "ნიუ-იორკის ჯადოსნური ზღაპარია".
თვითონ დღესასწაული სახლში აღინიშნება, რადგან ამ პერიოდში დახურულია ყველა ბარი და პაბი. ყველა სადღესასწაულო სუფრის გარშემო იკრიბება, რომელზეც აუცილებლად დევს შემწვარი ინდაური, კარტოფილი, ბოსტნეული, საშობაო პუდინგი და ალკოჰოლური სასმელის დიდი რაოდენობა.
ახალ წელს ირლანდიაში ყველა მეგობრების წრეში ხვდება - ბარებსა და კლუბებში. შუაღამეზე აუცილებლად ვმღერით სიმღერას "Auld Lang Syne".
ჯეიმი სიმი, 20 წლის, ჩინეთი
ჩემს ქვეყანაში შობის აღნიშვნა რადიკალურად განსხვავდება დასავლური სტანდარტებისგან. დღესასწაულის პერიოდში თქვენ ვერ იხილავთ თოვლში ჩაფლულ ქალაქს, მორთული მხოლოდ ცათამბჯენები იქნება.
საოჯახო გარემოში შობის აღნიშვნის ნაცვლად, აქ კაფეებში ან რესტორნებში იკრიბებიან. შობის ღამეს ყველა მაღაზიებში დადის და ქალაქის სხვადასხვა სანახაობებით ერთობა. ყველაფერი ეს, ერთგვარ სოციალურ ნორმას გავს და არა რაიმე ტრადიციას. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჩვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჩინური ახალი წლის აღნიშვნაა, სწორედ ისაა ნამდვილი საოჯახო დღესასწაული.
ჯერემი იაბლონსკი, 34 წლის, კანადა
შობის აღნიშვნას ყოველთვის ოჯახურ წრეში ვცდილობთ. როგორც წესი, ჩემთან სახლში. ტრადიციულად საღამოს, ჩვენ მხოლოდ ერთ საჩუქარს ვხსნით, დანარჩენები საკუთარ რიგს ელოდებიან, რომელიც შობის დილას დადგება.
ჩვენს ქვეყანაში ახალ წელსაც აღნიშნავენ. მაგრამ ეს უკვე აღარ არის საოჯახო დღესასწაული, იგი უფრო გასართობ საღამოს გავს.
ამ დროს ყველა ისვენებს, ისე, როგორც უნდა: ზოგიერთები მთელი ღამის განმავლობაში ერთობიან, სხვები კი მეგობრებთან ერთად სვამენ. სიმართლე რომ ვთქვა, შობა ყოველთვის ჩემი საყვარელი დღესასწაული იყო.