საუკეთესო პროფესიები მოგზაურობის მოყვარულთათვის
ამისათვის საჭიროა შეარჩიოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც სხვა ქვეყნებში ვიზიტების აუცილებლობას მოცავს.
გაინტერესებთ რომელი პროფესიები იძლევა ამის საშუალებას? დღეს Vivus.ge-ს ბლოგი სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, შეგახსენებთ, vivus-ში სწრაფი სესხები ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, ყველაზე მარტივად და ოპერატიულად, სულ რაღაც 5,7%-ში გაიცემა.
ნებისმიერი აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მეგობარ კომპანიას და მიიღოთ 650 ლარამდე სესხი ონლაინ რეჟიმში ან ხელზე, vivus ge-ს სერვის ცენტრებში.
სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.vivus.ge
რაც შეეხება სტატიის მთავარ თემას, პროფესიებს, რომლებიც მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს, მათი მოკლე ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
თვითმფრინავის პილოტები და სტიუარდესები.
ისინი ყველაზე მეტს მოგზაურობენ. შესაძლოა ერთ კვირაში რამდენიმე ქვეყანა მოინახულონ.
თუმცა მათი პროფესია რთული და საშიშია, რადგან ცხოვრების დიდ ნაწილს ჰაერში ატარებენ.
სტიუარდესებისა და პილოტების მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ რომ, საკუთარი ოჯახისთვის ცოტა დრო რჩებათ.
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
ეს პროფესია ყოველდღიურად იძენს მასშტაბებს და შესაბამისად ვაკანსიებიც ბევრია.
მთავარი მოთხოვნა გახლავთ უცხო ენების ცოდნა.
მეზღვაური
მეზღვაურებთან ერთად ამ პუნქტში შეგვიძლია გემის ყველა თანამშრომლის გაერთიანება.
თქვენ შეგიძლიათ მოეწყოთ გემზე მზარეულად, დამლაგებლად, ოფიციანტად, ანიმატორად და ა.შ.
თუმცა გახსოვდეთ, გემის თანამშრომლები ოჯახის წევრებს თვეობით ვერ ნახულობენ.
თარჯიმანი
ოფიციალურ ვიზიტებსა და ბიზნეს შეხვედრებზე ხშირად დგება თარჯიმნის აუცილებლობის საკითხი.
ამ პროფესიის ადამიანები პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და სხვა ოფიციალურ პირებს ყველაზე მეტად სწორედ საზრღვარგარეთ ვიზიტისას სჭირდებათ.
შესაბამისად მოგზაურობის შესაძლებლობები თარჯიმნებისთვის ხშირია.
ტურისტული კომპანიის სატესტო განყოფილების სპეციალისტი.
ეს პროფესია კი არა ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე. თუ მისი წარმომადგენელი ხართ, სტუმრობთ კურორტებს, სასტუმროებს, ისტორიულ ადგილებს და ამაში ფულს გიხდიან.
სიამოვნებასთან ერთად საქმესაც აკეთებთ, რადგან საკუთარ კომპანიას მიღებული შთაბეჭდილებები უნდა გაუზიაროთ და კლიენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავოთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ დასვენებაში ფულს გიხდიან.
მედიის თანამშრომელი
ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტოგრაფი, ვიდეო ოპერატორი - ეს პროფესიები განსაკუთრებით მომხიბვლელი ხდება თუ ისეთ თემებზე მუშაობთ, რომელთა მომზადებასაც საზღვარგარეთ ვიზიტი სჭირდება.
ამ კუთხით, განსაკუთრებით განებივრებულები არიან სპორტული მედიის წარმომადგენლები, რადგან მათ ხშირად უწევთ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ჩემპიონატების გაშუქება.
დიპლომატი
ეს ძალზედ პრესტიჟული, საინტერესო, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო პროფესიაა.
დიპლომატის რანგში მოგზაურობას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რადგან ისინი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ. რის გამოც არ ეხარჯებათ დრო წვრილმანებზე. დიპლომატობაზე ბევრი ოცნებობს, მაგრამ ვაკანსიების სიმცირის გამო, მაღალია კონკურენცია.
R