
ადამიანი, რომელიც საქართველოს 6 000 000-ე ვიზიტორი გახდა წარმოშობით ჰოლანდიელია, პროფესიით ჟურნალისტი, უყვარს წერა, პროფესიონალურ დონეზე აკეთებს ვიდეოებს და გიჟდება მოგზაურობაზე.
"გადავწყვირტე ფული ბოლო მოდელის ტელეფონსა და ლეპტოპში არ დამეხარჯა, შესაძლებლობისთანავე ბილეთი მეყიდა და ქვეყნის ფარგლებს გავცდენოდი. მსოფლიოში ბევრი რამის ნახვა უკვე მოვახერხე. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, 4 ქვეყანა მოვინახულე. გიჟური მოგზაურობა იყო, მაგრამ დადებითად გიჟური. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ მოგზაურობა და რაღაც ახლის შექმნა მიტაცებს, იქნება ეს მუსიკა, ვიდეო თუ ჩანაწერი"- ამბობს ჯასპერი.
იმისთვის რომ მოგზაურობიდან დარჩენილი შთაბეჭდილებები და გამოცდილება არ დაავიწყდეს, ჩანაწერების გაკეთება დაიწყო და სამოგზაურო ბლოგის წარმოებას მიჰყო ხელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"როცა მოგზაურობ ბევრ ადამიანს ხვდები, ლამაზ ადგილებს ნახულობ, ყველა საოცარი ისტორიის თანამონაწილე ხდები, ამიტომ მინდოდა რაღაც ადგილი გამომეძებნა, სადაც ამ ყველაფერს თავს მოვუყრიდი და შევინახავდი."- ყვება ჯასპერი.
ექვსი თვის წინ, ამ პროცესში ცვლილების შეტანა მოინდომა და ჩანაწერების გაკეთებას ყველაფრის ვიდეოზე ასახვა ამჯობინა, მას შემდეგ, გადაღებით პროფესიონალურადაც დაინტერესდა.
საქართველოს შესახებ პირველად სამი წლის წინ გაიგო, როდესაც ჰოლანდიაში სტუდენტების საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონაულებაში ეხმარებოდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ქართველი ნინუცა იყო, რომელიც ჰოლანდიაში 6 თვის განმავლობაში სწავლას აპირებდა.
ნინუცასთან დამეგობრების წყალობით, ჯასპერმა მოგზაურობის კიდევ ერთი მარშრუტი დასახა.
პირველად ნინუცას ქორწილში მიიპატიჟეს თუმცა, ჩამოსვლა ვერ შეძლო, ბოლოს როგორც იქნა მოახერხა და საქართველოში გამოემგზავრა.
"ნინუცასთან და მის მეუღლესთან უნდა დავრჩენილიყავი. შევთანხმდით, რომ აეროპორტშიც ისინი დამხვდებოდნენ, შემდეგ აეროპორტში ეს მამაკაცი დავინახე, რომელსაც ფურცელზე ჩემი სრული სახელი ეწერა, არა"ფეისბუქის" ნიკი არამედ, ჩემი სახელი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქ ჩემი სრული სახელი შეიძლება სცოდნოდა ნინუცა იყო, მეგონა რომ ეს მან მოაწყო, ამიტომ ამ მამაკაცს გავყევი"- იხსენებს მოგზაური.
მანქანაში ჩაჯდომისას არაფერი განუმარტეს, ამიტომ როგორც თავად იხსენებს, ცოტა აღელდა.
როდესაც პოლიციის ესკორტი შენიშნა მიხვდა, რომ ცუდი არაფერი შეემთხვეოდა, შემდეგ კი იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ მოახერხა ნინუცამ ამ ყველაფრის ორგანიზება - კამერები, ბანერზე გამოსახული მისი სახე... იფიქრა, რომ ნინუცა შესაძლოა ადგილობრივი გავლენიანი ადამიანის შვილი იყო, ან მისი ქმარი იკავებდა პოლიციის უფროსის თანამდებობას. ასე ფიქრობდა მანამ, სანამ ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს არ ჩამოართვა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ისიც არ ვიცოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, თუმცა იმაზე არც მიფიქრა, რომ ვინმე მეხუმრებოდა, რადგან ყველაფერი ძალიან ოფიციალურად გამოიყურებოდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სენდვიჩი მქონდა ნაჭამი, ამიტომ ძალიან მშიოდა, მთელი ამ პროცესისა და პრემიერთან საუბრის განმავლობაში, იმაზე ვფიქრობდი, რომ სუფრაზე არსებული მთელი საჭმელი შემეჭამა".
ყურადღების ცენტრში ყოფნისას ქართულ სუფრას გემო ვერ გაუგო და სავარაუდოდ კვლავ მშიერი დარჩა, თუმცა მომავალ დღეებში ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ყურადღებით გაეცნო, ნიგვზიანი ბადრიჯანი კი შეიყვარა. ამბობს, რომ ამ კერძს ყოველ დღე რომ ჭამდეს არ მოსწყინდება. ქართველებს ხაჭაპური და ხინკალიც მოგვიწონა და ღვინის დაყენების უნიკალური და განუმეორებელი წესიც არ დარჩენია ყურადღების მიღმა, თუმცა ყველაზე უკეთ, ალბათ, მაინც ჭაჭით გამოწვეული ნაბახუსევი დაამახსოვრდა.
საქართველოში ჯამში 6-7 დღე დაჰყო და დროის უმეტესი ნაწილი გადამღებ ჯგუფთან ერთად გაატარა, რომლებსაც საუბრისას მეგობრები უწოდა. თბილისის შემდეგ ბათუმს ეწვია, ზღვიდან გოდერძის სამთო კურორტზე გადაინაცვლა, თუმცა საქართველოდან კახეთის უნახავად მაინც არ გაემგზავრა. ამბობს რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, შესაძლოა ძმებთან ერთად და იმასაც არ გამორიცხავს, რომ ესპანეთის შემდეგ, საცხოვრებლად საქართველოშიც გადმოვიდეს და დიდ ხანს თუ ვერა, ნახევრი ან ერთი წელი მაინც დაჰყოს ჩვენს ქვეყანაში.
ქართველების სტუმართმოყვარეობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ახლა ჩვენი ქვეყნისგან საინტერესო სამსახურის შეთავაზებას და კიდევ უფრო მეტ თავგადასავალს ელის.
ლიკა ჭიღლაძე
იხილეთ სტატიის სრული ვესრია: Exclusive interview with 6 000 000th lucky tourist: Jesper Black on his ‘crazy’ Georgian adventure
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ადამიანი, რომელიც საქართველოს 6 000 000-ე ვიზიტორი გახდა წარმოშობით ჰოლანდიელია, პროფესიით ჟურნალისტი, უყვარს წერა, პროფესიონალურ დონეზე აკეთებს ვიდეოებს და გიჟდება მოგზაურობაზე.
"გადავწყვირტე ფული ბოლო მოდელის ტელეფონსა და ლეპტოპში არ დამეხარჯა, შესაძლებლობისთანავე ბილეთი მეყიდა და ქვეყნის ფარგლებს გავცდენოდი. მსოფლიოში ბევრი რამის ნახვა უკვე მოვახერხე. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, 4 ქვეყანა მოვინახულე. გიჟური მოგზაურობა იყო, მაგრამ დადებითად გიჟური. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ მოგზაურობა და რაღაც ახლის შექმნა მიტაცებს, იქნება ეს მუსიკა, ვიდეო თუ ჩანაწერი"- ამბობს ჯასპერი.
იმისთვის რომ მოგზაურობიდან დარჩენილი შთაბეჭდილებები და გამოცდილება არ დაავიწყდეს, ჩანაწერების გაკეთება დაიწყო და სამოგზაურო ბლოგის წარმოებას მიჰყო ხელი.
"როცა მოგზაურობ ბევრ ადამიანს ხვდები, ლამაზ ადგილებს ნახულობ, ყველა საოცარი ისტორიის თანამონაწილე ხდები, ამიტომ მინდოდა რაღაც ადგილი გამომეძებნა, სადაც ამ ყველაფერს თავს მოვუყრიდი და შევინახავდი."- ყვება ჯასპერი.
ექვსი თვის წინ, ამ პროცესში ცვლილების შეტანა მოინდომა და ჩანაწერების გაკეთებას ყველაფრის ვიდეოზე ასახვა ამჯობინა, მას შემდეგ, გადაღებით პროფესიონალურადაც დაინტერესდა.
საქართველოს შესახებ პირველად სამი წლის წინ გაიგო, როდესაც ჰოლანდიაში სტუდენტების საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონაულებაში ეხმარებოდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ქართველი ნინუცა იყო, რომელიც ჰოლანდიაში 6 თვის განმავლობაში სწავლას აპირებდა.
ნინუცასთან დამეგობრების წყალობით, ჯასპერმა მოგზაურობის კიდევ ერთი მარშრუტი დასახა.
პირველად ნინუცას ქორწილში მიიპატიჟეს თუმცა, ჩამოსვლა ვერ შეძლო, ბოლოს როგორც იქნა მოახერხა და საქართველოში გამოემგზავრა.
"ნინუცასთან და მის მეუღლესთან უნდა დავრჩენილიყავი. შევთანხმდით, რომ აეროპორტშიც ისინი დამხვდებოდნენ, შემდეგ აეროპორტში ეს მამაკაცი დავინახე, რომელსაც ფურცელზე ჩემი სრული სახელი ეწერა, არა"ფეისბუქის" ნიკი არამედ, ჩემი სახელი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქ ჩემი სრული სახელი შეიძლება სცოდნოდა ნინუცა იყო, მეგონა რომ ეს მან მოაწყო, ამიტომ ამ მამაკაცს გავყევი"- იხსენებს მოგზაური.
მანქანაში ჩაჯდომისას არაფერი განუმარტეს, ამიტომ როგორც თავად იხსენებს, ცოტა აღელდა.
როდესაც პოლიციის ესკორტი შენიშნა მიხვდა, რომ ცუდი არაფერი შეემთხვეოდა, შემდეგ კი იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ მოახერხა ნინუცამ ამ ყველაფრის ორგანიზება - კამერები, ბანერზე გამოსახული მისი სახე... იფიქრა, რომ ნინუცა შესაძლოა ადგილობრივი გავლენიანი ადამიანის შვილი იყო, ან მისი ქმარი იკავებდა პოლიციის უფროსის თანამდებობას. ასე ფიქრობდა მანამ, სანამ ხელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს არ ჩამოართვა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ისიც არ ვიცოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, თუმცა იმაზე არც მიფიქრა, რომ ვინმე მეხუმრებოდა, რადგან ყველაფერი ძალიან ოფიციალურად გამოიყურებოდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სენდვიჩი მქონდა ნაჭამი, ამიტომ ძალიან მშიოდა, მთელი ამ პროცესისა და პრემიერთან საუბრის განმავლობაში, იმაზე ვფიქრობდი, რომ სუფრაზე არსებული მთელი საჭმელი შემეჭამა".
ყურადღების ცენტრში ყოფნისას ქართულ სუფრას გემო ვერ გაუგო და სავარაუდოდ კვლავ მშიერი დარჩა, თუმცა მომავალ დღეებში ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ყურადღებით გაეცნო, ნიგვზიანი ბადრიჯანი კი შეიყვარა. ამბობს, რომ ამ კერძს ყოველ დღე რომ ჭამდეს არ მოსწყინდება. ქართველებს ხაჭაპური და ხინკალიც მოგვიწონა და ღვინის დაყენების უნიკალური და განუმეორებელი წესიც არ დარჩენია ყურადღების მიღმა, თუმცა ყველაზე უკეთ, ალბათ, მაინც ჭაჭით გამოწვეული ნაბახუსევი დაამახსოვრდა.
საქართველოში ჯამში 6-7 დღე დაჰყო და დროის უმეტესი ნაწილი გადამღებ ჯგუფთან ერთად გაატარა, რომლებსაც საუბრისას მეგობრები უწოდა. თბილისის შემდეგ ბათუმს ეწვია, ზღვიდან გოდერძის სამთო კურორტზე გადაინაცვლა, თუმცა საქართველოდან კახეთის უნახავად მაინც არ გაემგზავრა. ამბობს რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, შესაძლოა ძმებთან ერთად და იმასაც არ გამორიცხავს, რომ ესპანეთის შემდეგ, საცხოვრებლად საქართველოშიც გადმოვიდეს და დიდ ხანს თუ ვერა, ნახევრი ან ერთი წელი მაინც დაჰყოს ჩვენს ქვეყანაში.
ქართველების სტუმართმოყვარეობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ახლა ჩვენი ქვეყნისგან საინტერესო სამსახურის შეთავაზებას და კიდევ უფრო მეტ თავგადასავალს ელის.
ლიკა ჭიღლაძე
იხილეთ სტატიის სრული ვესრია: Exclusive interview with 6 000 000th lucky tourist: Jesper Black on his ‘crazy’ Georgian adventure
მკითხველის კომენტარები
(1)
მართლა სირცხვილი თქვენ